12.6.08

Once

მმ.. ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი მათ შორის, რაც მინახავს. ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და თუ არ მეთანხმებით, ნუ მეთანხმებით : ))

გამოვიდა 2007 წლის 23 მარტს ირლანდიაში.
რეჟისორი: ჯონ კარნი
მონაწილეობენ: გლენ ჰანსარდი და მარკეტა ირგლოვა
გლენი ირლანდიელი კომპოზიტორია, აგრეთვე ჯგუფ The Frames-ის ვოკალისტი და გიტარისტი. მარკეტა წარმოშობით ჩეხია. ისიც წერს სიმღერებს, უკრავს კლავიშებსა და გიტარაზე. ფილმისთვის მუსიკა ერთად შექმნეს. Falling Slowly - დაჯილდოვებულ იქნა, როგორც საუკეთესო ორიგინალური სიმღერა

imdb-ს შეფასება - 8.1/10. ჩემი შეფასება - 10/10

ფილმის ნახვის შემდეგ კომპიუტერს მივუსკუპდი და სიმღერების ქექვა დავიწყე. საბედნიეროდ მალევე აღმოვაჩინე ერთ-ერთ ბლოგზე. (დიდი მადლობა ბლოგსპოტს : ))) ).


Once Soundtrack


1. Falling Slowly
2. If You Want Me
3. Broken Hearted Hoover Fixer Sucker Guy
4. When Your Mind's Made Up
5. Lies
6. Gold [Interference ]
7. The Hill
8. Fallen From The Sky
9. Leave
10. Trying To Pull Myself Away
11. All The Way Down
12. Once
13. Say It To Me Now

download

10 comments:

sabaha said...

მეც ძალიან მიყვარს ეს ფილმი
ისეთია, თითქოს უბრალო, უპრეტენზიო, სადა და ემოციური
თან მუსიკალური გაფორმება ფილმის სადღაც 70% -ია
ალაგ-ალაგ ხელის კამერით გადაღებული კადრები
თითქოს შენც იქ ხარ
მოკლედ
ლამაზი ფილმი
ლამაზი მუსიკით
და ცნობისთვის, კულუარული ინფორმაცია, გლენ ჰანზარდს და მარკეტას ფილმის შემდგე თავბრუდამხვევი რომანი გაუჩაღებიათ :ჭორიკანასმაილი:

Anonymous said...

Tu SeiZleba mec momawodeT am filmis gadmosaweri linki :)

sabaha said...

nikala

avoezec devs da golzec

http://avoe.ge/movies/one.php?mid=8691

nati kuda said...

ჰოო, ჰო, ლამაზი კადრეია და ძალიან ცხოვრებისეული, ’ჟიზნენი’ ფილმია = )))

ჰო, ეგ ჭორი ჩემამდეც მოვიდა, ოღონდ ჩუუ, არსად არ თქვა :პ

m i r a m a x said...

უი, მეც მომეწონა ეს ფილმი ))

jaco said...

მართლა კარგი საყურებელი ფილმია:) თან რაღაცნაირად ახლოს არის ჩემთან... დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი 1-2 წელი ასეთი ცხოვრებით...

nati kuda said...

Jaco: ჰო, საინტერესო იქნებოდა : ))
რაღაც სხვანაირ დასასრულს ველოდი ვითომ, მაგრამ ისე დამთავრდა, როგორც საჭირო იყო

jaco said...

ზუსტად იმიტომ არის ცხოვრებისეული ეს ფილმი, რომ ასე დასრულდა, ანუ როგოც ხშირად ხდება ხოლმე ცხოვრებაში და არა სენტიმენტალური „ჰეფიენდით“...

P.S. მადლობა კომენტისთვის ჩემს ბლოგზე:)

Jenny said...

veRar mivaRwie am filmamde ra..

nati kuda said...

ჯენი: აუცილებლად ნახე, ჰო :ყეპ: