*მერე რა, რომ თორმეტ საათზე ხალხი მუსიკოსებთან ერთად გაიპარა და მთელი ღამით წასული პირველ საათზე უკვე ლოგინში ვიწექი;
*მერე რა, რომ ორის ნახევარზე დაძინებულმა ექვსზე დავჭყიტე თვალები და ცხრამდე უიმედოდ ველოდებოდი booს მესიჯს;
*მერე რა, რომ გავბრაზდი და კედლისკენ გადავბრუნდი, თუმცა რა კედლისკენ, დივანზე მძინავს სამი ღამეა, და გაბრაზებულმა დავიძინე ისევ;
*მერე რა, რომ ერთმანეთის ლოდინში ცალ-ცალკე ვბრაზობდით ერთმანეთზე;
*მერე რა, რომ სახლის კარებთან კინაღამ უკან შემომაბრუნა ოჯახმა და ნერვებაშლილი გავედი გარეთ;
*მერე რა, რომ ორ საათზე მეტი ველოდეთ კოჯრის ავტობუსს;
*მერე რა, რომ ადგილზე ჩასულს ბავშვები დაკარგულები დაგვხვდნენ;
*მერე რა, რომ ბათოს ნაცვლად სულ უცხო ხალხი დამხვდა;
*მერე რა, რომ ჩემი გვირილების თაიგული სავსე აღმოჩნდა ჭიებით და გაჩუქება მომიწია;
*მერე რა, რომ ვერც ხინკლის შეხვევა ვნახეთ, ვერც ფილმი და არც თუშური ლუდის ხარშვა დაგვხვდა..
სამაგიეროდ..
მმმ...
მე, შენ და სიმშვიდე..
სხვა დანარჩენი მეასეხარისხოვანია : )

მიყ..
14 comments:
ვარხარ!
მართლა ))
მერე რა, რომ ბათოს ნაცვლად სულ უცხო ხალხი დამხვდა;
მმმ
ვაი
ისე ისე ისე მინდოდა იმ უცხო ხალხთან მეც დაგხვედროდი : ((
იქით კვირასაცო და რავიცი
დაგხვდე? :როლლეყეს:
ხოდა რაღაც გამიხარდა და გამისწროდა ეს რო წავიკითხე
:ტან:
dodka: 2kiss :*
utvino: mm.. gelodebodi :user: hoda im shabat-kviras tu aq viyavi, wavidet..kargi iyo : )
da sad gaqra chemi unicode??
იცი მე შენ გნახე ეთნოგრაფიულში :უსერ:
ურო სწორად, თეთრმაიკიანმა გოგომ დარეკა სადრაც და კუდა ვარო ვიღაცას უთხრა... მაგრამ იმას გრძელი თმა ქონდა,მხრებამდე...:ბოლი:
პერწკლი: ეთნოგრაფიულში ვიყავი გუშინ, ოღონდ ჭრელი ლურჯი მაიკა მეცვა და შავი ჭაკეტი + დიდი ცისფერი ყვავილებიანი რუგზაკი მეკიდა უკან და თმა მეც გამეზარდა, კიკინა მქონდა ძალიან პაატარა..
აგერიე : )
მარა იქვე ვიყავი სადღაც.. ამფითეატრში წამოკოტრიალებული : )
კუდა, კუდა! სასწრაფოდ ნასყიდას ტელეფონის ნომერი მჭირდება და შენ ხომ არ იცი/იცნობ?
კი, მმ.. ფორუმზე მოგწერ პირადში : )
ochen intiresno:) aba ra mtavari egaa!;)
ხო ვამბობდი რომ დაწყვიტავდით იმ ყვავილებს :P
9ze mosuliyavit da tqvenc daikargebodit :D
nikala: ;)
jenny: ho :user: da sul tyuilad
deka: sulac ar mindoda dakargva mere : ))
http://otosblog.blogspot.com/2008/07/blog-post.html
შენ მოგიკვტი.. :უსერ:
miramax: რას ამბობ, შტერ : ))
Post a Comment