3.5.07

Бардак в моей голове...

რა დაგვემართა?
გიყურებ და ვხედავ, როგორ გკარგავ.
არადა ერთადერთი ხარ, ვინც მართლა მიცნობს.
თითქმის ერთი წლის წინ მე შენთან ვასოცირდებოდი, შენ კიდევ - ჩემთან. ახლა მეგობრები გვქვია, მაგრამ როგორ ვუკბინოთ ერთმანეთს, იმაზე ვფიქრობთ. აღარც გვესმის ერთმანეთის.
დავიღალე ამდენი ჩხუბით, გარჩევით და.. რამე უნდა შეიცვალოს, ან წერტილი დაესვას ყველაფერს.
არადა რამდენჯერ ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
ძნელია 4 წელს ხაზი გადაუსვა და მეხსიერებიდან ამოშალო.
გახსოვს, როგორ ჭორაობდნენ სკოლაში ჩვენზე, ვერ წარმოედგინათ ჩვენი მეგობრობა.. ჩვენ კიდევ სასაცილოდაც არ გვყოფნიდა.
ნაყინის გამყიდველი რომ მოვატყუეთ, ტყუპები ვართო, გულებიანი ნაყინები რომ შემოგვთავაზა?
იაფფასიანი სუნამოთი რომ გამწუწე და გაგებუტე?
აბიტურიენტობისას ყოველთვის მეგულებოდა ჩანთაში შოკოლადები და კანფეტები, ვიცოდი, მოახერხებდი და მაინც ჩამიყრიდი ჩუმად ჩანთაში. მეც მოლოდინით ვხსნიდი ხოლმე..
გვირილები ?..
მინდვრის ყვავილები ?..


დღეს კიდევ ისე შემხვდი, თითქოს ძალიან შეგაწუხე. რომ იცოდე რამდენი ძალა დამჭირდა შენთვის ეს ტომარა რომ მეთხოვა. ისე გამოდის, რამე თუ არ დაგვჭირდა, ერთმანეთს ვერ უნდა შევხვდეთ. მაგრამ მასეთ რეაქციას მაინც არ ველოდი. და შენც მაშინვე მიხვდი, რომ მეწყინა. იქნებ მართლა დაღლილი იყავი?! არ ვიცი, ყოველთვის სიყალბე მგონია შენი სიტყვები, აღარ გენდობი და იმიტომ.

მიყვარხარო.
რა მოხდა მერე, ვის არ შეყვარებია ვინმე.
ალბათ არ უნდა მქონოდა ასეთი ცუდი რეაქცია..
შეიძლება ხუმრობით უნდა გამეტარებინა ყველაფერი, მაგრამ ხუმრობას არ გავდა..
თავიდან შემეშინდა
დავიბენი
ავირიე
და სერიოზულად რომ დავფიქრდი, გადაიფიქრე კიდეც..
ანუ ისევ ტყუილი და სიყალბე..
ეგ ვეღარ გაპატიე.
ერთ კვირაში სამი სახე გამოიცვალე.


ახლა ამ ურთიერთობას რა ქვია არც მე ვიცი და არც შენ. დარწმუნებული ვარ, ძალიან გიყვარვარ და შენც იცი, რომ ჩემსავით არავის უყვარხარ !..



_________________



Diary of Dreams - Charma Sleeper
მონიტორი
ქულერის ზუზუნი
ჭიქა რძე
და
ცოტაც ცრემლი..





Бардак в моей голове...

ძილის დროა

1 comment:

miramax said...

რაღაცის თქმა მინდოდა...
მაგრამ გადავიფიქრე...
უფრო სწორედ საჭირო სიტყვები ვერ ვიპოვე..

უბრალოდ იცოდე რომ შენთან ვარ!

ყოველთვის! :2კისს: