2.5.07

სვიით მემორის #1

რაც ოცის გავხდი, ფიქრი შემომეჩვია. არა, არც მანამდე მაკლდა, მაგრამ ახლა სხვანაირი ფიქრი მაწუხებს. ძველი ამბები მახსენდება ხოლმე, ძირითადად კარგი და თითქოს იქ ვბრუნდები ისევ. ადრეც ვიცოდი, განსაკუთრებით ძველ ნივთებზე და სუნზე.. გამახსენდებოდა, გავიღიმებდი და სულ ეს იყო. ახლა მთელი ის დღე ან ეპიზოდი მახსენდება, ის ადამიანები და ის ისტორიები.. აი, მაგალითად, ძველ ჭრელ ჩანთას წავაწყდი რამდენიმე დღის წინ. პირველ კურსზე, პირველ დღეს მქონდა წაღებული. ხოდა ის დღე გამახსენდა. როგორც ყოველთვის დავაგვიანე. ჯგუფელებსაც არ ვიცნობდი. მხოლოდ ორს, ისიც გამოცდაზე გაცნობილებს.. გიჟივით შევიყარეთ აუდიტორიაში.. მე -ჯინსებით, კეტებით, გრძელი ჭრელი ჩანთით და მოკლე გაწეწილი თმით .. ირაკლიც - დაახლოებით ჩემსავით. ჯგუფს გადავხედე.. ერთი შეხედვით კარგებიც იყვნენ და ცუდებიც, მარა წარმოდგენა არ მქონდა მათზე. პირველი შთაბეჭდილება მაინც სულ სხვაა. ვინც ყველაზე მაგრად არ მომეწონა, დღეს ჩემი მეგობარია (: მერე იყო ერთმანეთის გაცნობა, ტელეფონების გაცვლა, საერთო ნაცნობებისა და ინტერესების ძიება.. გივიას დუქანი (ხო, დუქანი, გივიას დუქანი ((: ), სახინკლეები, ექსკურსიები, მუდმივი შეხვედრები ერთიდაიგივე ადგილას ერთიდაიგივე დროს.. მაშინ ჩემ ჯგუფზე უკეთესი არაფერი მეგონა. მერე იყო მოწონებაც, სიმპათიაც.. მაგრამ არაფერიც არ იყო პრინციპში.. ცოტა გაურკვევლობა, ცოტა წყენა და..






ხო, ეს ყველაფერი ერთმა ჩანთამ გამახსენა, პარადოქსია? შეიძლება არც (:
***

წვიმის ბრალია ყველაფერი.. საშინლად მომბეზრდა ამდენი ნალექი. არაუშავს, წვიმასაც თავისი სილამაზე და რომანტიზმი აქვსო (:

No comments: