ყურებში: მუსიკა
სიჩქარე: 100-120 კმ/სთ
გზა: გრძელი და ძირითადად კარგი
დიდი გასეირნება.
სამდღიანი.
ცოტა დამღლელიც.
800 კმ სამ დღეში. არაა ცოტა.
კარგიც იყო და არც ისე კარგიც.
ბევრი ნაცნობი, დიდი ხნის უნახავები.
ბევრი ჭორი ჩემზე, ჩვენზე, სხვებზე.. თავიდან რომ გაგეღიმება ისეთი, მაგრამ ბოლოს ისეთ ზომებში გადადის, ნერვებს რომ გიშლის.
უამრავი უცხო ადამიანის ხვევნა-კოცნა. მოჩვენებითი სევდა სახეზე და ბედნიერებაც მოჩვენებითი.
ათასი კითხვა, რომელზეც არასდროს დაფიქრებულხარ და რატომღაც მხოლოდ ’მას’ მოსდის თავში. სასაცილოა..
ალკოჰოლით გაჟღენთილი სოფელი :მძულს:
და დილა, ისევ გზა და.. იქაურობა მიყვარს.
სანდრი..
მარშრუტის ბოლო.
რეისი: ახალციხე-არმაზი-თბილისი.
home..sweet home..
და მორჩა.
ისევ იგივე: სახლი - უნივერსიტეტი - მეგობრები - წიგნები - კომპი..
1 comment:
სახლი ყოველთვის გელოდება, როცა სადმე ხარ. :hug: ;)
კარგი ფოტოებია. :) )))
Post a Comment