- შტერი ვარ, ძალიან შტერი.. გულთან მიმაქვს ყველაფერი, იმაზე მეტად განვიცდი, ვიდრე საჭიროა..
- ბუტია ვარ, მინდა, არ მინდა, მწყინს და ვიბუტები.. ვერ შევიცვლები..
- მიყვარს ყურადღება და შესაბამისად უყურადღებობას ვერ ვიტან. მაღიზიანებს..
- მიჩვევა ვიცი საშინელი და განვიცდი, როცა ადამიანისთვის მეორე პლანზე გადავდივარ.. ცუდი განცდაა..
- სიყვარული შემიძლია უზომოდ, ზედმეტადაც კი.. შეყვარებული არ ვყოფილვარ, არასდროს..
- გავცემ ძალიან ბევრს.. უკან მესამედიც არ მიბრუნდება ((
- მიყვარს შოკოლადი, ნაყინი და თოვლი.. პირველი ორი მასუქებს, ბოლო მალოდინებს და მაინც არ მოდის
- ეჭვიანი ვარ ცოტაზე უფრო მეტად, მეგობრებზე ვეჭვიანობ ხოლმე, მიყვარს და იმიტომ . (თავს ვიმართლებ )
- ნიჭიერი ვარ, მაგრამ ზარმაცი. ამ ბოლო დროს ძილისგუდაც გავხდი, გვიან ვიძინებ და იმიტომ
- არ მიყვარს ჭკუას რომ მარიგებენ, მაგრამ გააჩნია ვინ. ზოგს ვებუტები, მაგრამ ვითვალისწინებ ყოველთვის . (მიყვარხართ)
- უსამართლობას ვერ ვიტან, წელს ამის გამო ლექტორებსაც ვეჩხუბე. არ ვნანობ ))
- ბავშვები მიყვარს, იმათაც.. ჩემი სანდრი ქვეყანას მირჩევნია, დედას აღარ მეძახის, ’ნათიაც’ დაავიწყდა, მარა გაიზრდება და გავახსენებ ))
- ხშირად ვტირი.. დიდხანს ვიცოცხლებ ალბათ
- მაიმუნი მინდოდა ყოველთვის.. მინ დო და
- ”ფიქრი ისე გამიტაცებს ხოლმე, რომ რეალობა მგონია”... -ჩემზეა ეს დაწერილი. მიწაზე დაშვება ვერ ვისწავლე რბილად
- ვპატიობ თითქმის ყველაფერს. მავიწყდება? ძნელად.
- ყველაზე ყველაზე ყველაზე.. ქეთო მიყვარს
- რომანტიკოსი ვარ, მაგრამ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს არ ველოდები ))
- არ მიყვარს მარტივი ხალხი, უინტერესონი არიან
- მშიშარა ვარ ნახევრად.. მეშინია ქარის, ომის და საყვარელი ადამიანების დაკარგვის.. გზაზე გადასვლის შიშებიც დამეწყო, მდას.. გამოცდების მეშინია, გამოცდა რომ ქვია იმიტომ
- წიგნების სუნი მიყვარს, კითხვაც.. მინდა ჩემი მაღაზია მქონდეს
- მექნება : )
- ოპტიმისტი ვარ და ცხოვრება მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მაბრაზებს ხოლმე
to be continue..
4 comments:
ცხვირი არ ჩამოუშვა კი არა და ტაკ დერჟატ' კუდიკ. .)
წიგნის მაღაზიას რომ გახსნი, ჩემი საყვარელი წიგნი არავის არ მიყიდო ჩემს გარდა..
ვიცი რომ გექნება აუცილებლად
))))
მექნება. კუთხეს გავაკეთებ შენთვის, რბილ ბალიშებს დავყრი ძირს და ბრას დავკიდებ კედელზე.. შენ და ფისო მესტუმრეთ. ყავა და სიგარეტიც იქნება, დიდი მოლბერტიც ფერად-ფერადი საღებავებით (:
:jump:
რა კარგიააა
მალე გააკეთე რა
)))))))))))))))
Post a Comment