21.2.17

Unknown Pleasures

წერის ხასიათზე მოვედი.
სამსახურში ჯიმეილი დაბლოკილია, შესაბამისად ჩემი კი არა, სხვისი ბლოგებიც არ მინახავს დიდი ხანია.
სამსახური შევიცვალე. თავიდან ძალიან არ მომწონდა აქაურობა, მერე მივეჩვიე და ახლა მომწონს გარემო. ცოტა ექშენი მაკლია, თუმცა ადამიანური ურთიერთობები ავსებს დანაკლისს.

მაქსიმუსი იზრდება, ცელქდება. სახლში გვიან მივდივარ და ცოტა ხნით ვხედავ, მაგრამ რომ დამინახავს, სულ ზედ მკიდია. რომ ჩამეხუტება, მზად ვარ ყველა უძილო ღამე ვაპატიო, ასეთი კი ბევრია, თითქმის ყველა ღამე მას შემდეგ, რაც გაჩნდა ))

წინა წელი სავსე იყო საყვარელი ჯგუფებით და შემსრულებლებით. ამაზე ცალკე დავწერ ოდესმე, მინდა შემენახოს ემოციები, სანამ გაცივდა. ეს წელიც ჯეი ჯეი იოჰანსონის კეთილი ხმით დაიწყო და ჯერ ასევე კეთილად გრძელდება.

ჰოდა, არც კი ვიცი რა დავწერო. კარგად ვარ, რაღაცნაირად, მშვიდად. რაღაცები მიხარია, რაღაცები აღარ მაღელვებს. ისეთი პერიოდი მაქვს, ხავერდის.


5 comments:

Lasha Gabunia said...

ბარხატს ხავერდი ქვია ბეჩა ქართულად. ;))
კაია, წერის ხასიათზე თუ მოხვედი. :))

kuda said...

მიღებულია, ჩასწორებულია <3

Natalia said...

<3

Kiwi said...

როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა არ იცი ^^
მიხარია კარგად რო ხარ <3

Tinatin Nadiradze said...

ახლა შენი იდეებით და სიკარგეებით მაგათ უნდა ისარგებლონ ?
ჰა ?
not fair

MISS YOU