20.1.16

მაქსიმილიან ტკბილი

ჩემი ახლანდელი რეჟიმი სამ საათიან მონაკვეთებადაა დაყოფილი. ეს მაქსიმილიანეს ჭამის რეჟიმია.
მაქსი ჩემი შვილია, ბლოგზე რომ არასდროს მიხსენებია. ახლა ერთი თვისაა და ყველაზე მეტად მიყვარს.
უკვე ხედავს და ესმის, ცდილობს, გეკონტაქტოს. ხშირად იცინის და ინტონაციებს არჩევს.
თუ არ ჩავეხუტე, ისე ღამით არ იძინებს. ძალიან სასიამოვნო პროცესია, მაგრამ მე ვეღარ ვიძინებ, მეშინია, არ შემომეჭყლიტოს.
როცა მშობლებს ვუტოვებ და მეგობრებთან გავდივარ, მენატრება და გული მწყდება ყოველ გამოტოვებულ აღუსა და სიცილზე.
როცა სძინავს, ვღებავ, ვხატავ და შეკვეთებს ვასრულებ. თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, სულ მეძინება, დაღლილი ვარ, მაგრამ საკმარისია, გამიღიმოს, ყველაფერი მავიწყდება.

4 comments:

Mama Sophie said...

არ შემოგეჭყლიტება!!!!! ჩემი ორივე ბურთულა ასე ჩაფუთნულები მყავდა სულ და დღემდე ხშირად ასე იძინებენ. ჩაიხუტე და ისიამოვნე შენი ტკბილი მაქსიმილიანით <3

Kiwi said...

<3 ra magaria ^_^

Keti said...

ბედნიერი დედა იყავი, ნათი! ძალიან საყვარელი ბიჭი გყავს<3 და კიდევ მინდოდა მეთქვა, რომ ყოველთვის მომწონდა სახელი მაქსი <3

Toma said...

gilocav bartyunias, bednieri deda shvilobas gisurvebt.