26.8.14

Twitterversary!

ტვიტერს თავიდანვე ვერ დავუმუღამე. ერთი კვირა იყო, როცა აქტიურად ვიყენებდი. მორიგი ლაშქრობისას ტელეფონი არ იჭერდა, ოჯახებს და მეგობრებს რომ გაეგოთ სად ვიყავით, როგორც კი მობილური დაიჭერდა, ვგზავნიდი მესიჯს "ცოცხლები ვართ" ტვიტერზე, რომელიც ავტომატურად სინქრონიზდებოდა ფეისბუქზე და მოსახერხებელი იყო. ერთი მესიჯით რამდენ კურდღელს ვკლავდი?!
თან ისეთ მეილზე მაქვს მიბმული, რომელსაც თვეში ერთხელ ვამოწმებ და ძირითადად სპამებისთვის ვიყენებ.
დღეს, ზუსტად მორიგი დასპამვის დროს, შევედი და დამხვდა ეს:
კიდევ ბევრი მოწვევა და რამდენიმე "თაგიც" (ქრისტოფერ, ქეით From Millan.Net)
რა ვქნა, ჩავუჯდე ტვიტერს? ამიხსენით ვინმემ ტვიტერის უპირატესობები.

3 comments:

Tinatin Nadiradze said...

კაი სტატიების ლინკები იდება და კიდე თუ ვინმეს ფანი ხარ (მაგ. ჰოლივუდში და მსგავსი) მათ ცხოვრებაში იჭყიტები ცოტათი :) მე ინსტაგრამზე მაქვს მიბმული, ფბ ზე არა. ამერიკაში ნომერი პირველია, ფბ დიდად არ ევასებათ.

Kiwi said...

მე მაქვს კარგახანია, მარა ვაააფშე ვერ ვხმარობ )) რაღაცნაირად რამდენჯერაც შევედი დამეზარა :">

Chaotic said...

ქრისტოფერში მე თუ ვიგულისხმები, კი, კი, ჩაუჯექი.
და ახსნა, როგორ გითხრა, შენ თუ არ გამოცდი და შენთვის მოსარგებად "გამოიჭრი", ვერ მიხვდები და ვერც სხვას გააგებინებ ბოლომდე. :D