25.7.14

ეზო

ეზო გვაქვს საშინელ დღეში. მშენებლობის პროცესში ხეების უმრავლესობა მოჭრეს, ყვავილები მეზობელმა გადაირგო თავისთან, ისედაც დიდი დაქანება ახლა ადგილ-ადგილ მოჭრილია და ტერასები უნდა გაკეთდეს, ძველი ქოხი დასანგრევია. მოკლედ, სამუშაო ბევრია, დრო არც ისე, სახსრები მითუმეტეს. მაგრამ წარმოდგენილი მაქვს, რა როგორ უნდა გაკეთდეს.
აუცილებლად მინდა ეზოს ბოლოში ყველაზე მაღალ ტერასაზე ე.წ. ფანჩატური, მაგიდა-სკამებით, ბევრი ხალხი რომ დაეტიოს, ზემოდან თეთრი ნაჭრით გადახურული და თეთრი ფარდები. კიდევ მინდა წყარო, რამე ისეთი, სუპერ-ბუპერ-ვინტაჟ-კომფორტული. ქოხის ადგილზე ვფიქრობ მცირე ზომის აუზის გაკეთებას. ცურვის საშუალება არ იქნება, დიდად მზეც არ ადგება, მაგრამ ცხელ დღეებში დასველებას რა სჯობს, თან ბენიც გაგრილდება, მომავალში ბავშვებიც გაერთობიან.
ხო, კიდევ ვფიქრობ სახლის წინ პატარა მრგვალი მაგიდის და შეზლონგების დადგმას, ყავის დასალევად, წიგნის წასაკითხად.. მზეც ადგება, ქარიც ქრის. არ უნდა იყოს ურიგო.
მინდა ადგილი პატარა ბოსტნისთვის, პიტნა და მწვანილები რომ დავთესო.
ხეები უნდა დავდგა გამხმარი ხეების ნაცვლად.
და ყვავილები.
მწვანე ბალახი და ბილიკები სასიარულოდ.
ჯერ ღობეა გასაკეთებელი, ესეც დროებითი, ბადით. კაპიტალური ღობის მშენებლობა თითქმის სახლის მშენებლობის თანხაზე ადის. ოდესმე, როცა ღობე გვექნება, დაკიდულ ბაღებს გავაკეთებ.
ესეც მცირე ნაწილი იდეებისა.












6 comments:

Keti said...

კარგი შეგრძნებაა, როცა არსებობს ფართი ეზოსთვის, რომელიც შეგიძლია თავად დააპროექტო:) წარმატებები!

k84u.com said...

აუ რა კარგია საკუთარი სახლი. მშურს თეთრი შურით.

წარმატებები და იდეების განხორციელებას გისურვებ :*

Sophie שרה Golden said...

მოიცა, ხეები რატომ მოჭერით კაცო? :((( ხეების გარეშე როგორ შეიძლება, ჰაერი არ გინდა სუფთა?
მოიცა, "ხეები უნდა დავდგა" რას ნიშნავს, დარგვას გულისხმობ?
ჩვენ საკუთარი სახლი არ გვაქვს, მაგრამ თვითონ სახლის ეზო (რომელსაც სხვა მეზობლებთან ვიყოფთ) არის ხეებითა და მაყვლის ბუჩქებით სავსე, ისეთი ჰაერია, დილით რომ გახვალ, თავი სოფელში გგონია, ხოდა ამის მერე ვერ წარმომიდგენია სხვანაირად ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ვართ, ხან საერთოდ მავიწყდება ეს ამბავი.

მოკლედ, ამხელა რაღაც იმიტომ დავწერე, რომ სიმწვანე და სიმწვანე მარადჟამიერ :დ მით უმეტეს საქართველოში სიცხემ კარგად იცის დაცხომა და სიმწვანეში თავის შეფარებას არაფერი ჯობია.

ახლა მეტყვი, რომ მოვრჩე ამდენ წერას თუ არა? :დ

<3

kuda said...

მადლობა, გოგოებო :*

სოფი, თავიდან იყო ბაღი უამრავი სიმწვანით. მერე ავაშენეთ სახლი და ხეების ნაწილი მოჭრეს, ბალახი და ყვავილები ამ არეულობას შეეწირა. ახლა ზოგან ამოსულია ბალახი თავისით, რამდენიმე ხე გადარჩა მხოლოდ და სეზონი როგორც კი მოვა, სასწრაფოდ დავრგავთ სანაცვლოდ კაკლებს, ნუშებს და ა.შ. :))
ხო, სიმწვანის გარეშე საკუთარ სახლს რა ხიბლი აქვს? არც არაფერი.
რომ ჩამოხვალ თბილისში, მესტუმრე, მანამდე გავამწვანებ იქაურობას ^_^

Kiwi said...

წარმოვიდგინე თავიდან ბოლომდე :3 რა მაგარი იქნება ^^ გააკეთებ აუცილებლად, მეც მინდა ეგეთი ეზო :ს

Sophie שרה Golden said...

კუდა, აუცილებლად!!! გეუბნები, როცა ჩამოვალ, აუცილებლად უნდა მოვიდე შენი სახლის სანახავად და ბენის კიდევ. და ყველაფრის მოკლედ :დ