11.9.13

რემონტი

რემონტი მშენებლობაზე რთული აღმოჩნდა. თუ იქ სამშენებლო მასალებზე სიარული და არჩევა არ შემხებია, ახლა პირიქით. სამი თვე ვეძებდი ფილებს აბაზანისთვის და კვირას ორსაათიანი ყურყუტისა და კონსულტანტი გოგონას წვალების შემდეგ ძლივს ავარჩიე რაღაც. არა, არ ვნანობ, კმაყოფილი ვარ. თან სამჯერ მივედი სანახავად და სამივეჯერ ეს მომეწონა.

ორი ფერისაა. შხაპის მხარეს მუქ ფერში გავაკეთებ, დანარჩენი ღია იქნება, რომ არ დაბნელდეს. პატარა სარკმელი კი არის და სამი ნათურა იქნება, მაგრამ ბნელი აბაზანები არ მომწონს. მოსაწესრიგებელი კუთხის დატვირთვა მინდა ჰქონდეს და შუქი საჭიროა.

გამოცდილებას გაგიზიარებთ. ხელოსნებმა ესპანური ან ირანული აარჩიე, მითხრეს, გამძლეა, ხარისხიც უკეთესი და სამუშაოდაც ეს ურჩევნიათ. ფილების სანახავად რამდენიმე მაღაზია შემოვიარე.
–გალერეა დემასი, მშრალ ხიდზე. არჩევანი დიდია, მაგრამ ფასებიც შესაბამისი.
–იდეალი, აღმაშენებლის ხეივანზე. ეს დემასის ფილიალია, მაგრამ დაბალფასიანი პროდუქციაა გამოტანილი.
–ლიბრა, აღმაშენებლის ხეივანზე. არჩევანია ძალიან მწირი, ფასები ძალიან მაღალი.
–გორგია. დაბალფასიანი პროდუქცია აქვთ პირველ სართულზე, მაგრამ არაფერი მომწონებია. მეორე სართულზე ლუქს პროდუქტი აქვთ, ფასებიც შესაბამისი.
–ელიავა. ძირითადად ჭრელი ან გაფორმებული ფილებია, ფასები 13 ლარიდან ზემოთ. ბევრი თუ გინდა, ფასდაკლებაზეც მოგყვებიან. ერთადერთი ფილა მომეწონა და გაგვითავდაო.
–სავაჭრო ცენტრი ისანი, ისანში, ფურშეტის ტერიტორიაზე. ყველაფერს ოქროსფერ–ვერცხლისფერი კანტი ან ელემენტი ჰქონდა დართული. ვინმეს მოსწონს ნეტა? ალბათ, თორემ ამდენს არ შემოიტანდნენ.
–კაფელის სახლი ქავთარაძეზე. ახლობელმა მირჩია, ელიავაზე იაფიაო. სულაც არა. არჩევანი კი იყო ელიავას მსგავსი.
–ჯაოკენი. აქ ვიყიდე მე პირადად, არჩევანი დიდია და ფასებიც საშუალო და ზემოთ.
ესეც ჩემი ფილები. ხვალ ან ზეგ უკვე ვიწყებთ გაკვრას. ბიფორ და აფთერ ფოტოებს მერე განახებთ.

6 comments:

Dv0rsky said...

აუ რა თავის ტკივილია რემონტი... :(((

ჩორვენი¹³ said...

აქ რომელი ღიაა რომელი მუქი?? ყველა რუხია? : ))))

და ისე იმჰო ეგ ბოდიალი რომ არა რემონტი ძალიან ფან იქნებოდა

მე ჩემი აბაზანის სუპერ ფერადი და ბედნიერი კაფელი სადღაც დიდუბის მეტროსთან ახლოს მდებარე მაღაზიაში ვიპოვნე. მეტლახის იქვე ქვების ფაქტურაა თითქოს პლაჟზე ხარ : ))) ტან ამობურცულობებითაა ♥

Natia Barabadze said...

ხო, ფერები არ აღიქმება კარგად :)) ქვედა ღია ფერისაა :D
დღეს ცემენტებს ავზიდავ და ხვალ იწყებენ <3

Sophie שרה Golden said...

Ramdeni xania midis sheni remonti, ase mgonia wlebia... asea?

Samagierod shedegi ra kargi iqneba. Dajdebi da tkbilad daisveneb shens ashenebul saxlshi. Mec ki veli amas ukve :-)
Warmatebebi da motmineba, rogorc amas remontis dros vusurveb xolme sakutar tavs :-)

Natia Barabadze said...

უჰ, არა, სოფი. ზუსტად ერთი წლის წინ იმ ადგილზე, სადაც სახლია, ხეხილი იდგა :)) ჯერ ვაშენებდით და რემონტი ახლა დავიწყეთ.

kate said...

აუ მეც ისე ველოდები შენი რემონტის დასრულებას :)))

გგულშემატკივრობ მთელი გულით.