13.6.13

სახლი

ერთი წლის წინ ცხოვრებისეული მიზანი დავისახე, სახლის აშენება. ყველაფერი ისე მარტივად ჟღერდა. მიდიხარ არქიტექტორთან, ის პროექტს გიხაზავს, აგვარებს ყველა საკითხს მერიაში, მერე მოდის მშენებელი, თვითონ მოყავს ხელოსნები, შენ კი ფეხიფეხზე გადადებული ელოდები, როდის მოვა დედლაინი, რომ სახლი ჩაიბარო. ყველაფერი რა მარტივად ჟღერს. 


სინამდვილეში არქიტექტორთან დაგეგმილი 2–3 ვიზიტი გაიწელა სამ თვემდე, კინაღამ დავხოცეთ ერთმანეთი, სანამ პროექტმა საბოლოო სახე მიიღო. მერე იყო ლოდინი, მერიას უნდა მოეცა ნებართვა. პერიოდულად ვეძებდი მშენებლებს, ვათვლევინებდი ხარჯებს, ვადარებდი ერთმანეთს და საბოლოოდ შევჯერდით. მშენებლობა სექტემბერში დაიწყო, გეგმის მიხედვით, 2 თვეში ყველაფერს ამთავრებდნენ. ხო, ქართველები რომ დედლაინებს არ ვცნობთ, არ არის ახალი ამბავი. 

დაპირებული 2 თვე რეალურად ცხრა თვემდე გაიწელა, წაიღო ჩემი ნერვების 10 წლის მარაგი და ჯერ კიდევ იმდენია შიგნით გასაკეთებელი.. 
მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, დღეს მერიამ იზრუნა ჩემს ხასიათზე. 
ზი მოუსთ ბიუთიფულ ვორდს ევერ – სახლი მიღებულია ექსპლუატაციაში.


No comments: