25.6.12

Oh, Anne!

პირველად რომ შევხვდი, ნორმალურად არც ვიცოდი ვინ იყო, იჯდა თავისთვის საწერ მაგიდასთან, დღიურში რაღაცას წერდა კალმით, გვერდით მელანი ედო. ფოტო გადავიღე სამატრაკვეცოდ, რომ აგერ, მე მას შევხვდი, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული არ მიგრძვნია. მერე ჩავუარე, როგორც იქ მყოფთა უმეტესობას.
დღეს კი, ალბათ იგივე ადგილზე რომ მოვხვდე, ავცრემლდები და არ ვიცი როგორი რეაქცია მექნება. ასეთმა პატარამ იმდენი რამ გადაიტანა და ეს ერთი ციდა გოგო ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა მთელს სახლში.
არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი მე მის ადგილზე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა ერქმევა ჩემს მეორე გოგოს - ანე.
მე და ანა, ბერლინი, 2011
მგონი, ეს ყველაზე ცუდად გაკეთებული ფიგურაა, რეალურად ძალიან ლამაზი, ცოცხალი და მხიარული გამომეტყველება ჰქონდა.
ანა ფრანკი


4 comments:

Kiwi said...

როგორ მიყვარდა <3 და მიყვარს <3

Tinita said...

ანას სახლმუზეუმში ორჯერ ვიყავი, სხვადასხვა დროს. ორჯერვე მძაფრი იყო განცდა. პირველად რომ ვნახე, ვფიქრობდი, რომ როცა წიგნი წავიკითხე, მხოლოდ მის გრძნობებს და შეხედულებებს ვაქცევდი ყურადღებას და არა იმდენად იმ სიტუაციას... არ მახსოვს, რომელ კლასში ვიყავი, მაგრამ ავად ვიყავი და ლოგინში წყნარად, გულმოდგინედ წავიკითხე. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ მის სახლს ოდესმე თავად ვნახავდი. ბევრი დეტალი მახსოვდა: მსახიობების ფოტოები კედლებზე, ტუალეტი, რომელზეც ანამ "განრიგი" გააკრა, ჭუჭრუტანა, საიდანაც სუფთა ჰაერს ისუნთქავდა... ავეჯი გაუტანიათ, მნახველების სიმრავლის გამო. მეორეჯერ ნახვისას ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ვცდილობდი, ყველაფერი დამემახსოვრებინა, მეჩვენებოდა, რომ იგივე ჰაერი იდგა, რაც მაშინ: დამპალი კარტოფილის, სიგარეტის, წიგნების... კედლებზე ციტატები ეწერა ანას დღიურიდან. ერთ ოთახში ყველა ენაზე გამოცემული წიგნები იყო შეკრებილი. ქართულიც ვნახე. ბოლო ოთახში გესთბუქი იყო, სადაც ჩავუწერე, რომ მისი ოცნება ახდა, მას ჟურნალისტობა უნდოდა და ამხელა აუდიტორიას ალბათ ყველა ჟურნალისტი ინატრებდა. ერთ–ერთ ოთახში მონიტორზე ვიდეო ტრიალებს. ანას მეზობელი ქალი იგონებს, რომ კვირაობით ანა აივანზე გამოვიდოდა და პატარა ზანზალაკს რეკავდა, რეკავდა და იცინოდა. ქალი ამბობს, რომ ის ხმა ახლაც ცხადად ესმის. არის მამამისის მოგონებებიც, ფოტო, როცა სამალავში დაბრუნდა... ჰყვებიან ლაგერში ანას ბოლო დღეების შესახებაც. ჯობია აქ გავჩერდე. მართალი ხარ, ცვილის ფიგურა არაფერია... (პ.ს. მეც მაქვს ასეთი მეტიჩრული ფოტო)
მადლობა, რომ გამახსენე.

Kate said...

ახლა რამ გაგახსენა ანე???

და პირველს რა არქმევ???


მე გერმანულად დავიწყე დიდი ხნის წინ, მაგრამ მივანებე.

nati kuda said...

თიკო <3

ახლა წავიკითხე მე :)
პირველს ნანოს!