16.12.11

The piano has been drinking (not me)

 10 რიცხვის მერე ბარათზე ნაშთის გადამოწმებას მოვუხშირე, ბიუჯეტში აშკარა გარღვევა მაქვს, სამაგიეროდ ჩემს კორსას ახალი ზამთრის საბურავები ამშვენებს, მე კი ბრედ მელდაუს ვიხილავ ცოცხლად.

დღეს სამი ბარათი გავყიდე და ზე-ამაყი წავედი მულენ ელექტრიკში გამომუშავებული ფულის საკვებში გადასაცვლელად. სულ სხვა გრძნობაა, როცა ფული იქიდან მოდის, რისი კეთებაც გსიამოვნებს. თან დიდი ხანია, არაფერი გამიკეთებია, სულ მგონია, რომ არავის აინტერესებს და სტიმული მიქრება, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთმა სტუდენტმა გოგომ მომწერა, რომ უნივერსიტეტისთვის თემას წერს და ჩემი "ბიზნესი" აირჩია. ბიზნესამდე ბევრი მიკლია, მაგრამ მესიამოვნა და როცა ბარათებიც შემიკვეთა, ზედმეტიც გავაკეთე. თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ორი დღეა ტომ ვეითს ვუსმენ გადაბმულად და დღეს საღამოს ვიგრძენი, რომ დავსევდიანდი, მოწევა და ღვინო მომინდა, ტომის ხასიათი გადამედო :))) სასწრაფოდ მოვიშორე ყურსასმენი.

რამდენიმე წუთის წინ პირსახოცმოხვეული აბაზანაში შევვარდი და წყალი მოწყდა, loooooser :| ახლა ვწევარ, გვერდით ჩაი და წითელი ღვინო მაქვს მომარაგებული (გეყოფა, ტომ!) და უკვე მერამდენე წრეზე წავიდა Devics - Red Morning.

1 comment:

Kate said...

მულენ ელექტრიკი ისე მიყვარს. არადა ერთხელ ვარ მხოლოდ ნამყოფი და კიდევ მინდა :(( რატომღაც ერეკლე მეორის ქუჩაზე მახსოვს ეგ.

ხოდა რა საყვარელი ხარ ნათ :****