16.6.11

წერილი 15 წლის კუდას


სალამი, კუდ. ვიცი, ახლა ცოტა მძიმე პერიოდი გაქვს, სკოლაში სიარული არ გიხარია, ვისაც დაუახლოვდი, ყველამ გიღალატა, მაგრამ ცოტაც მოიცადე, მალე შოთა გადმოვა შენს კლასში და იპოვი საუკეთესო მეგობარს, რომელსაც ეყვარები, რომელიც გიღალატებს, გულს გატკენს, გაგახარებს, დაგივიწყებს, არ გემეგობრება, მაგრამ მაინც ყველაზე ძვირფასი იქნება მეგობრებს შორის.

გთხოვ, არქიტექტორობა არ გადაიფიქრო, თორემ ხშირად დაგწყდება გული. რა მოხდა მერე, 'გპი' არც ისე ცუდად ჟღერს, თან საქმის ჩაწყობაც არც ისეთი გრეხია, ხაზვა გიყვარს, გემოვნებას არ უჩივი და მონდომებისა და ჭკუის წყალობით, კარგი არქიტექტორი გამოხვალ.

ჰო, სასწრაფოოდ დარეგისტრირდი თბილისის ფორუმზე, მონახე მომხმარებელი სახელად ვუდრო და მისწერე, რომ გიყვარს და ერთად ბედნიერები იქნებით.

უჰ, იმდენი რამე გაქვს განსაცდელი ჯერ...



ვთაგავ ოთოს და ფიქროს :))

7 comments:

OTO said...

ეე მომეწონა იდეა :D

fiqro said...

რამდენი ხანია შენს ბლოგზე არ შემომიხედავს, და სულ ტყუილად :)
ძალიან კარგი ხარ

OTO said...

კვირას დავწერ : )

anina said...

ჰო, სასწრაფოოდ დარეგისტრირდი თბილისის ფორუმზე, მონახე მომხმარებელი სახელად ვუდრო და მისწერე, რომ გიყვარს და ერთად ბედნიერები იქნებით. <3333. ტყუილად არ დამითაგიხარ : ]

Kiwi said...

რა საყვარელი პოსტია... : )

Kate said...

"ჰო, სასწრაფოოდ დარეგისტრირდი თბილისის ფორუმზე, მონახე მომხმარებელი სახელად ვუდრო და მისწერე, რომ გიყვარს და ერთად ბედნიერები იქნებით."

ააააა, ზიზი და კუდა <3<3
ზიზის კუდა ბიჭი ეგონა, პამპარამმმ :დდდ

KetoBarabadze said...

:)