20.3.11

არშემდგარი საღამო

2 დღის წინ მეგობარმა მითხრა, კლუბში ტუსია ბერიძე იქნებაო. ბევრი არც მიფიქრია, მაშინვე გადავწყვიტე წასვლა. 11_ზე იწყებოდა, მივედით, ბიჭებს ხელები წაუფათურეს და ჩემდა გასაკვირად დროულად შეგვიშვეს. ნახევარ საათში ორმოციოდე კვადრატული მეტრის ოთახი ხალხით აივსო, ერთ საათში ტევა აღარ იყო და ყველაფერი გაიბუღა. პირველის ნახევარზე ავდექით და გამოვედით, გარეთ 50-მდე ახალგაზრდა კარებს იყო აყუდებული და დაცვას ცრემლიანი თვალებით შესცქეროდა, ვაიდა შევეცოდო და შემიშვასო. ტუსია კი მთელი ამ 2,5 სთ-ის მანძილზე თვალითაც არ გვინახავს. ნეტა იყო საერთოდ?

ესაა ქართული პუნქტუალურობა, პატივისცემა და კლუბური ცხოვრება?!



ფრაზა კლუბის ტუალეტში:
- მე 'პაპრიკას' ტუალეტი მისწორებს ყველაზე მეტად!
©ქართველი ფეშენ-გოგოების დიალოგიდან.

6 comments:

ჩორვენი¹³ said...

:| ra cudia egeti rameebi. me vcecxldebi!

ნასტასია said...

me kide mag dges green roomsa da telepopmusic-ze viyavi eventholshi da vfiqrobdi, parashutshi casvla ajobebda aq camosvlas tqo :/

nati kuda said...

ui, me kidev megona, rom telepopmusicze kargi iqneboda da guli damwyda. anu dardebi ganviqarvo? :D

babisa said...

ahaa, egaa "qartuli"... ambebi :) :\

Keti said...

როგორ არ მიყვარს ესეთი რამეები. როდის გამოსწორდება ნეტა :/

ნასტასია said...

ganiqarve, rogroc me gamiqarva shenma postma :D