1.5.10

მაისის წიგნი

სალამი ყველას.
აი, მაისიც დაიწყო და ჩემი ჯერიც დადგა. უნდა წარვადგინო ამ თვის წიგნი. არჩევანი უკვე გაკეთებული მაქვს, თუმცა სულაც არ იყო ადვილი.

ჩამოყალიბდა თუ არა "ონლაინ წიგნის კლუბი", პირველი, რაც გამახსენდა, ელფრიდე იელინეკის "პიანისტი ქალი" იყო, ახალი ნაყიდი მქონდა და მაისს ველოდებოდი, რომ კითხვა დამეწყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ თვალი გადავავლე და მივხვდი, რომ არც თუ ისე კარგი ვარიანტი იქნებოდა. ჯერ ერთი, საკმაოდ სქელტანიანია და თან ძნელადაც იკითხება. თუ სამსახურებსაც გავითვალისწინებთ, ზოგიერთს შეიძლება მთელი თვეც კი დასჭირდეს მის წასაკითხად და რაღაც ვალდებულებასავით გამოვიდოდა.
ამიტომ, საბოლოოდ არჩევანი შევაჩერე ერიკ-ემანუელ შმიტის "ნოეს შვილზე". გარდა იმისა, რომ მოცულობით პატარაა, ერთი ამოსუნთქვით იკითხება და მერე მთელი თვე დაგრჩებათ თქვენი არჩეული წიგნებისთვის.


ბედნიერ თვეს გისურვებთ.

5 comments:

babisa said...

oi oi ai me kid ianvris mere, rac machuqe, velodebi rom movides sheni dro da eg wigni airchio da wavikitxo :D
es advili sashovnia, iyideba xo parnas-marnasebshi
saintereso saxeli aqvs :))

nati kuda said...

ნინ,მაშინვე შენ გამახსენდი და მეთქი რა ცუდად გამომივიდა_თქო, მაგრამ დამიჯერე, ნოეს შვილი უკეთესია და მე გათხოვებ.

Chaotic said...

ნათი, მადლობა რომ დაწერე, კომპიუტერთან ვერ მივხოხდი 3 დღეა :*

Keti said...

ძალიან საინტერესო იქნებოდა ქართველი გოგოების აზრი იელინეკის "პიანისტ ქალზე"...


კლუბის წევრი არ ვარ, მაგრამ მაინც – ინტერესით წავიკითხავდი შთაბეჭდილებებს :)
ნუ დაიზარებთ მის წაკითხვას – საერთოდ, მერე რა, რომ კლუბისთვის არა :)

LiLaC said...

dges viyavi wignsi festivalze d aviyide "pianisti qali", mere "moes shvilsac" gadavawydi, magram fuli agar mqonda da xval mivakitxav: )