28.4.10

საშიში მათემატიკა

სახლში ვიპოვნე მათემატიკის ამოცანათა კრებული სახელწოდებით "სისხლიანი ცხრა აპრილი" და ქვედა ნაწილში წარწერით: "ეძღვნება 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას".
მოვიყვან რამდენიმე მაგალითს, ნათელი წარმოდგენა რომ შეგექმნათ რა ხდება შიგნით:



*საბჭოთა კავშირს მანდილოსან ქალებზე და ქალწულებზე მონადირე სამხედრო ძალა ჰყოლია. მათი ხელით 9 აპრილს დაღუპულთა შორის არიან ქალები, რომელთა ასაკი ორნიშნა რიცხვებია, რომლებიც ერთი და იგივე ციფრებით არის ჩაწერილი. იპოვეთ ამ რიცხვებიდან უმცირესი.

*ქ.თბილისის 51-ე საშუალო სკოლის 1988/89 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა 9 აპრილს უდანაშაულოდ დაღუპული თანაკლასელების საფლავებზე მიიტანეს ვარდები და მიხაკები, სულ 253 ცალი. თამარ ჭოველიძის საფლავზე მიიტანეს იმ ყვავილების 5/6 ნაწილი, რაც ნათია ბაშალეიშვილის საფლავზე. იპოვეთ რომელი ამხანაგის საფლავზე მიიტანეს მეტი ყვავილი და რამდენით.

*თუ 1989 წლის 9 აპრილს უდანაშაულოდ დაღუპულ თამარ მამულაშვილის წლოვანებას გამოვაკლებთ ამავე დღეს დაღუპულ ჭაბუკის, მამუკა ნოზაძის წლოვანებას, მივიღებთ კვლავ 9 აპრილს გარდაცვლილის ასაკს. რამდენი წლის იყო ის?


აი, რატომ? რატომ უნდა მოგივიდეს თავში აზრად მსგავსი კრებულის გამოცემა? ან საიდან გაჩნდა ჩემს სახლში? რამდენჯერმე გადავხედე, მეშინოდა სადმე წარწერას არ გადავყროდი "ქეთინოს და ნათიას დედიკოსგან", როგორც წიგნების უმეტესობას აქვს, მაგრამ გადავრჩით!


p.s. წიგნი გაფორმებულია გარდაცვლილთა სურათებით, მოკლე ბიოგრაფიებით და მათდამი მიძღვნილი ლექსებით. და ბოლოში ტესტებია, უნდა გამოიცნოთ ვინ რომელ საათზე გარდაიცვალა, ვინ რამდენი წლის იყო, ვის რომელი ლექსი მიუძღვნეს და ა.შ. :((

14 comments:

Int3lig3nt said...

არ უწერია წიგნს ვისთვის არის გამოცემული?
ანუ რა ასაკის ან კატეგორიის ხალხისთვის.

nati kuda said...

არა, არაა მითითებული. ავტორის ახსნა-განმარტებაა, საიდან გაჩნდა იდეა და რომ ამ ნაშრომმა კონფერენციაზე სამინისტროს პირველი ხარისხი დიპლომი აიღო და 10 წლის შემდეგ გადაწყვიტა გამოეცა, რატომაც არაო.

მენაკი said...

ნეტავ, რომელი სამინისტროს დიპლომი აიღო? :( იქნებ გაგვიმართლოს და ჯანდაცვის, თუ არა და დავიღუპეთ, ახლა აფხაზეთისა და აგვისტოს ომზე შეადგენს ამოცანებს, მერე 100000 მოწამეზე :(

nati kuda said...

იმედია ამითაც დაკმაყოფილდება :(

Kiwi said...

რა საშინელებაა :(

OTO said...

ძალიან მიყვარს წიგნებზე წარწერები типа "ქეთინოს და ნათიას დედიკოსგან" : )

ჩემებს ეწერა "ოთოს წიგნებიდან" უფრო სწორად ყველა წიგნს ჩემთან სახლში მაგ წარწერა აქვს არ აქვს მნიშვნელობა თემატიკას დიდი სამედიცინო ენციკლოპედიიდან დაწყებული კობო აბეს რომანებით დამთავრებული : D რა არის იცი ყველაზე სასიამოვნო, რომ ვიღაცა შენ დაბადებამდე შენთვის წიგნებს ყიდულობდა იმ იმედით რომ გაიზრდებოდი და აუცილებლად წაიკითხავდი :)) კარგი რაღაცეები გამახსენე კუდა მადლობა : )

მარიამ ბლანკი¹³ said...

raaaaaaaaaa ubedurebaa raa es ?? :mad:

babisa said...

vaime
gavogndi :D
huh marazms ar aqvs sazgvario, amazea natqvami :|

gijmaj said...

Fუ რა. ჯერ როგორი დასირებული უნდა იყო ადამიანი, რომ ასეთი დებილობები წერო. და მერე სად უნდა იპოვო შენზე უარესი სირები, რომ ეს უაზრობები გამოგიქვეყნონ.

ახლახანს რომ იყო კონკურსი მათემატიკის საზელმძღვანელოს შექმნაზე, ვიღაცამ კიდევ დაწერა მსგავსი აბდაუბდა, ოღონდ ვარდების რევოლუციაზე.... რომელი სამყაროდან მოდიან ასეთი აზრები, ეგებ ვინმემ მითხრას....

არსებობს გურამ ჩაჩანიძის წიგნი - ალგებრა და საქართველოს მატიანე, ისიც 1990იანებშია გამოცემული. ამ მარაზმისაგან განსხვავებით, კარგადაა ჩამოყალიბებული ამოცანები და ერთდროულად მათემატიკასაც და ისტორიასაც გაყვარებს. ეგ მაინც ნახონ და მერე ისე შეადგინონ "რეალური" სახელმძღვანელოები.

m i r a m a x said...

ამათ თავში ჭკუა აქვთ? :O

Ann said...

რა საყვარლები იქნებიან ის ბავშვები რომლებმაც ამ წიგნით გაიარეს მათემატიკა (((

პ.ს. 2შაბათს ჭავჭავაძეზე დებილი სახით რო გაგიღიმე მე ვიყავი = )

nati kuda said...

sadie: მართლა? ბოდიში :))

Lalena said...

რა კოშმარია, ერთი ჩემთანაც უნდა მოვძებნო ხომ არ არის :(

clown said...

რა მარაზმია :|