13.4.10

სასიამოვნო დღისა და საყვავილის რეცეპტები

სასიამოვნო დღის რეცეპტი:
  • ვიღვიძებთ მაღვიძარაზე ადრე (როცა ვინმე ან რამე გაღვიძებს, უკვე ცუდია, შენი სურვილის საწინააღმდეგოდ იწყება დილა);
  • ვსვავთ ყავას დიდი ფინჯნით, მივირთმევთ შვრიის ფაფას ყველით, ვუყურებთ "ლოსთ"-ის ბოლო სერიას და საყვარელი, მაგრამ მივიწყებული სიმღერების ფონზე ვიწყებთ ჩაცმას;
  • აუცილებელია მცირეოდენი ცვლილებების შეტანა საკუთარ გარეგნობაში/სტილში, მაგალითად, მსუბუქი მაკიაჟი (მე შავი ფანქარი და ღია წითელი პომადა ავირჩიე);
  • კომპლიმენტები სამსახურში შესვლისთანავე;
  • მაგიდაზე საჩუქარი (20 ახლოვდება);
  • შესვენებაზე საყვარელი ადამიანის მონახულება, რომელიც გელის მინდვრის ყვავილების თაიგულით;
  • საკუთარი თავის გაოცება მიხვედრილობით, ჭკუით, იდეებით და ფანტაზიებითაც კი;
  • და ბოლო, ყველაზე ტკბილი პუნქტი - შოკოლადი და ნაყინი რაღა თქმა უნდა!
***********************************

საყვავილის მომზადების რეცეპტი:
  • ავიღოთ პოლიეთილენის გადაჭრილი ბოთლი (ზომა და ფორმა გემოვნების მიხედვით);
  • 2-3 ცალი ხელსაწმენდი (ფერები, ზომა და ფორმა არაა შეზღუდული);
  • ფერადი ფურცლები, მაკრატელი და ფერადი ფანქრები/კალმები/ფლომასტერები (ესეც გემოვნების მიხედვით);
  • დავაწებოთ ყველაფერი სკოჩით, ჩავასხათ წყალი და ჩავაწყოთ ყვავილები.
ესეც შედეგი:

10 comments:

Anonymous said...

უყურე შენ! ძალიან ლამაზია :)
მეც ვცდი, ოღონდ ისა.. ყვავილების მომრთმევი მჭირდება ჯერ..
p.s.მაგის რეცეპტიც ხო არ გაქ :D

nati kuda said...

მაგას რეცეპტი არ სჭირდება :))

Kiwi said...

მშვენიერია :>

clown said...

მაღვიძარაზე რა მუსიკაც მიყენია, ის მუსიკა უკვე მზაღს :|


ხოდა ლამაზი საყვავილეა ^_^

tammo said...

ნეტა შენ რომ შეგიძლია მაღვიძარაზე ადრე გაღვიძება, ხასიაღში რომ არ გადაიზარდოს ფინჯანი ყავა მართლა მისწრებაა... სხვა ყველაფერი თავისთავად :)))

thomas said...

<3

babisa said...

me momenatre
rom agwere, gamaxsenda- rogor dgebodi, icvamdi, vemzadebodit.. da shavi fanqaric ki gavixsene.. :)

Kate said...

რეცეპტი ისაა, როცა ყველას შეუძლია ანალოგიურის გაკეთება და ანალოგიურ სიტუაციაში ყოფნა :)))

nati kuda said...

თამო, ძირითადად მაღვიძარა მასწრებს ხოლმე, ამიტომ თუ დავასწარი, ეს უკვე კარგის ნიშანია.

ბაბის, ახლა თორნიკე შემოვა და დაიწყებს ეჭვიანობას :)) უცებ მეც გამახსენდა იქაური დილა, რა კარგი იყო. მეც მომენატრე, ჰოდა მიზეზი გვაქვს, შეგვიძლია შეხვედრის დღე დავთქვათ :)

ქეით, მერედა შენ რა გიშლის ხელს? რეცეპტიც სწორედ ამიტომ დავარქვი, სცადეთ ყველამ და მოგეწონებათ, თან შეგიძლიათ რაიმე ექსპერიმენტიც ჩაატაროთ, ამ რეცეპტში ზოგიერთი პუნქტი ჩაასწოროთ და ა.შ.

Kate said...

*გაღვიძებით ვიღვიძებ 06:45-ზე.
*ვსვამ ჩაისა და კარაქ- და თაფლწასმულ პურს. 2 ნაჭერს.
*ყოველდღე მინდა-არმინდა ვიკეთებ მაკიაჟს და ვიცვამ იმ ტანსაცმელს, რისი ჩაცმაც იშვიათად მსიამოვნებს. თითქმის არასოდეს.
*კომპლიმენტი ვის??? ვისგან???
*საჩუქარი ვის??? ვისგან??? 6 მარტი ჩავლილია რა ხანია და რომც არ იყოს...
*შესვენება 7-8 წუთიანი, რომ ჩაი დავლიო, რომელიც აუცილებლად დამწვავს ენას, რადგან ძალიან ცხელია და ვერ ვახერხებ მის გაციებას დაველოდო. ან ყვავილები რა შუაშია???
*მიხვედრილობა და ჭკუა კარგი, მაგრამ რა ხეირი, იდეები და ფანტაზიები კი, მაგრამ განხორციელება???
*ნუ შოკოლადი და ნაყინი ყველაზე მარტივია და ამ დღეებში შევასრულებ ამ პუნქტს.




:))))))))))))))))))))))))))
:**

*