11.3.10

Face a Face

მახსოვს, ძალიან დიდი ხნის წინ, ან შეიძლება არც ისე დიდი ხნის წინ, ნინომ გამომიგზავნა სიმღერა - "Red Cloud" და პირველივე მოსმენით მომხიბლა, შემიყვარდა და დიდხანს აღარც გამითიშავს. იმ ღამესვე შემიყვარდა ერიკ ტრუფაზი. ჩვენი ურთიერთობა ალბომით "Arkhangelsk" დაიწყო და აგერ, დღემდე ვურთიერთობთ, თან საკმაოდ აქტიურადაც. იყო სასიამოვნო, გრძელი დღეები და გრძელი ღამეები, ერთად შეგვიყვარდა, ერთად გვიხაროდა, ერთად გამოვიარეთ ომი და დღემდე მოვაღწიეთ.
(ლირიული გადახვევა, ეს იმისთვის, რომ წარმოიდგინოთ ჩვენი ურთიერთობა).

გუშინ, სამსახურში მისულმა ოთახის კარი შევაღე და მარიამმა მახარა: "იცი, ერიკ ტრუფაზი ჩამოდის მაისში!" სასწრაფოდ დავქექე ინფორმაცია, ვერაფერს მივაგენი. არც მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია რამე, თუმცა მე მაინც მჯერა, თან Eastern Promotion-მა აფიშა დადო.



მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არცერთი კომპოზიციის სახელი არ ვიცი ზეპირად (ეს ჩემი სუსტი მხარეა), მაინც სულმოუთქმელად ველოდები 14 მაისს. იმედია, ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება უბრალო მოკვდავთათვისაც. ყველა ალმობი შევაგდე ვინამპში და ვტკბები.

Fეისბუქზე მოვნახე, დამეგობრებაც შევთავაზე და ველოდები შედეგს:


ესეც ჩემი ალბომები, თუ სურვილი გექნებათ, შემიძლია აგიტვირთოთ.

5 comments:

Kate said...

ვნახოთ, ვნახოთ. სიმღერა ვიწერ.

fiamifero said...

ძალიან თავდადებული ყოფილხარ :D მე მარტო ორი ალბომი მიგდია აიპოდში და რამდენიმე არჩეული სიმღერა :)

ფორუმელი :) said...

მე მგონი ბილეთს ძალიან ნორმალური ფასი აქვს.. მოკლედ -

14 მაისი: Erik Truffaz Quartet (Electric Jazz, Fusion) - 80 ლარი

ბილეთების დასაჯავშნად შეგიძლია უკვე დარეკო ნომერზე 990099 ან 990599 :))

Mariam said...

amoige samsaxurshi ra me iq vafshe ar maq, da saxlshic ragaceebi maklia maqedan

babisa said...

dagimegobrda? :))
imedia, biletebi iqneba, imedia da mxolod mosawvevebi da 300 larianebi ar iqneba :)