25.3.10

კულტურა არ გვაქვს


მარჯანიშვილის თეატრში მოიწვიეს ხონის თეატრი. სპექტაკლზე დასწრება იყო უფასო. შესაბამისად, მაყურებელთა დიდი რაოდენობა მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ ნაცნობი მონაწილეობდა + უფასოდ დაესწრებოდა, შესაბამისად არც ის იცოდნენ, როგორ შეიძლება მოიქცე თეატრში. რომელი ერთი ჩამოვთვალო:
ფოიეში ველოდებოდით კარის გაღებას. და აი, გაიღო კარი და „უუუუუუუუუ“-ს ფონზე შეცვივდნენ დარბაზში. დიდი, პატარა, ქალი, კაცი..
3 წლამდე ბავშვები თეატრში.. ნეტავ გაიგეს რამე?
ჭამა უნდა მოასწრო შემოსვლამდე, ეს კინო არაა, დაჯდე და ყბების ვარჯიშის ფონზე დატკბე წარმოდგენით.
ტაში ყველაზე შეუფერებელ მომენტებში!
მობილურები ჩართულ მდგომარეობაში. სულაც არ უხდებოდა „ჰელადოსს“ თანამედროვე რუსული ესტრადა.
და კულმინაცია – სტვენა!
არ ვარ მომხრე უფასო წარმოდგენების/სპექტაკლების/კონცერტების/თამაშების.. ბილეთს უნდა დაედოს თუნდაც მიზერული ფასი, საკმაოდ ბევრი შეიკავებს თავს დასწრებისგან და დარჩება ის მასა, რომელიც სიამოვნებას ელის ამ ყველაფრისგან.
ჰო, ხონის თეატრს დიდი მადლობა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მონაწილეთა უმრავლესობას ბავშვები წარმოადგენდნენ, თუ გავითვალისწინებთ მათ სამუშაო პირობებს და ენთუზიაზმზე მომუშავე მსახიობებს, კარგი გამოუვიდათ.

(პოსტი დაწერილია სამიოდე კვირის წინ, თუმცა მზის სინათლე მხოლოდ დღეს იხილა.. მივიწყებული მქონდა, მაგრამ დღეს იმავე თეატრში, მაგრამ სხვა მსახიობების სულ სხვა წარმოდგენაზე ვიყავი და გამახსენდა. დღეს ბევრად კარგი სიტუაცია იყო, ალბათ იმიტომ, რომ ბილეთები იყიდებოდა, მაგრამ თვითონ სპეკტაკლმა ძალიან დამღალა, თავი სერიალზე მეგონა და ვერ აღვფრთოვანდი).

9 comments:

Kate said...

დღეს რა სპექტაკლზე იყავი???

Anuschka said...

euxenia balboaze iyavi?mainteresebda rogori iyo

clown said...

კინოშიც უფასო ხომ არაა..
საშინელი სიტუაციაა ხოლმე :|

Sophie Golden said...

მეეჭვება ფასის დადებამ რამე უშველოს :| ისევ უფულოები დაიჩაგრებიან და უკულტუროები ყველგან შეაღწევენ.

nati kuda said...

ჰო, ეუხენია ბალბოაზე ვიყავი და რავი, იყო კარგი მომენტები, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან გაწელილი და დამღლელი გამოვიდა. 3 სთ 30 წუთი გაგრძელდა.

ნასტასია said...

xo, euxenia gawelilia da Tavidan Zalian xmauriania...

da ufaso rameebi arsad ar amartlebs...

ise tavis mxriv, isic ukulturobaa, xonis teatris warmodgenas ro ufasoa da magati speqtaklebi 10 lari girs, anu gamodis ro chventvis fulis gadaxda girs da tqventivs arao

nati kuda said...

ნასტასია, ცოტა "გრუბადაა" ნათქვამი, თუმცა მასეა. ბილეთები რომ გაეყიდათ თუნდაც 3 ლარად და ის ფული ხონის თეატრისთვის მიეცათ, დამიჯერე, პუბლიკაც კარგი იქნებოდა, სპეკტაკლიც და ბევრად დიდი პატივისცემა გამოუვიდოდათ მარჯანიშვილის თეატრის წარმომადგენლებს.

Kate said...

თავიდან მეც გაწელილი მომეჩვენა, მაგრამ მერე ძალიან მომეწონა.

სიყვარულოვნა said...

მაგის გამოსწორება არ იქნება
რაც გენში გვაქ გვაქ
კი არა და აქვთ!
მაღიზინაბეს უადგილო ქცევები და გამოხტომები და თეატრში, რომ მოდის გამო დადიან.!!!