14.1.09

ესეც მეორე

და გვეყოფა დეკემბრამდე ახალი წლები. დღეს დილით გამახსენდა, რომ ღამით უნდა აგვეღნიშნა. რადგან მზიკო დასასვენებლად გავუშვით, გამოდიოდა, რომ ყველაფერი მე უნდა გამეკეთებინა.. მაგრამ ნურას უკაცრავად, უდროობის და გადაღლილობის გამო გუშინ ისეთი არაჩვეულებრივი სტაფილოიანი გუფთა გავაკეთე (მაგრამ მამაჩემმა არ შეიმჩნია და რას ერჩი, გემრიელიაო..), რომ დღესაც ვეღარ გავრისკავდი. ამიტომ პოპულის ცომეულით შემოვიფარგლე + შოკოლადები + პეჩენიები + კომპოტი.. მშვენიერი სუფრა გამოვიდა.
კონფერენცია მოვაწყვეთ მზიკოსთან, მაინც ერთად შევხვდით 12 საათს. მენატრები, დე.

ჰო, თოვლის ბაბუა არ ჩანს და არც ველოდები, კრიზისია ქვეყანაში :))


სენტიმენტალურ ხასიათზე დავდექი.. წავედი, თორემ ფრანგებმა ძველით ახალი წელი არ იციან და რვის ნახევარზე უნდა გავიღვიძო :|

6 comments:

Kate said...

აუ აბა...
და მეც მაგ დროს უნდა ავდგე, რომ 10–ის 20 წუთზე იქ ვიყო...:mo:

Katten försvann said...

ისე საქათველოს გარდა კიდევ სადმე იციან ძველი ახალი წელი ?:D

Keti said...

ჩემი გაღვიძება უფრო ადრე იწყება :)

გილოცავ მეორეს :)

her/mein said...

gamikvirdi ( gamixardi kidec :).
aq ara iq :D
mara angarishze ar maq da aq mogwere :)

:kiss:

ntvare said...

ar miyvars es Tebervlamde dResaswaulebi :vis:

nati kuda said...

ქეთი789: ეჰ.. ნეტავ ი რომელზე დგება?

ჰერ: ჰო აი, ძალიან მეძინებოდა და მეთქი, ჰერაა.. : )

Katten försvann: რუსებმა, ბულგარელებმა.. ეგენიც 7ში ათნიშნავენ შობას და ექნებათ ძველი ახალი წელიც.

ნთვარე: უფ, ჩვენ 3ში ვრჩებით ხოლმე დღესასწაულობანას :))
ქეთი: რას ამბობ.. :|