18.9.08

Nobody's Fault But ..


რაღაცნაირი დღე იყო. მეზარებოდა გარეთ გასვლა, მარა სხვა გზა არ მქონდა. ერთი კი გავიფიქრე, ნანას დავურეკავ და გაკვეთილს გავაცდენ_თქო, მაგრამ სამსახურს ვერ გავაცდენდი. ჩავიფუთნე და გავედი, არადა გარეთ ხალხი ჯერ კიდევ ნახევრად შიშველ მდგომარეობაში დადიოდა. მე კიდევ მოკლემკლავებაზე გრძლემკლავება მაიკა მეცვა + კაშნე.

სამსახურში ჩვეულებრივზე მეტად მოვიწყინე. ზარები თითქმის არ იყო (ნეტავ რა ხდება?). ილია თამაშობდა, მე ინგლისურს ვწერდი. მერე ათიც გახდა და ტაქსი გამოვიძახე. გარეთ გამოვედი, თბილოდა და მესიამოვნა.
”ავლაბარში” - შევძახე და კარი მივხურე. სარკეში გამომხედა: ”ელიაზე, კორპუსებში ხო? ადრეც აგიყვანე.” გამეღიმა და გამიხარდა, გზის ახსნა აღარ იყო საჭირო. სპეციფიური სუნი იდგა და დაკირვეული ვარ, პელიკანის ყველა ტაქსში მსგავსი სუნია. ცხვირში შემიღიტინა და გამათბო. მოვიბუზე. ჩემდა გასაკვირად ნორმალური რადიო ჰქონდა ჩართული, სხვები ჩვეულებრივ რუსულ ესტრადას მასმენინებენ ხოლმე, ალბათ 170.9 . ქათამაძის იები გადიოდა. ადრე მიყვარდა, მერე გადამიყვარდა, მაგრამ მესიამოვნა დღეს. და საერთოდ მიყვარს ღამის თბილისი.

დღეს მუსიკა არ ჩამირთავს. მპ3იც ქეთომ მთხოვა დილით. სამაგიეროდ ჰაუსის 4 სერიას ვუყურე სახლიდან გასვლამდე.


p.s. სიცხე: 37.1

5 comments:

utvino said...

ეს კარგი სურათია : ))
ეხლა წარმოვიდგინე ჩაფუთნული, ტაქსში , ძველად ნაყვარები სიმღერა და ღამის თბილისი და მომინდა : ))
ჰაუსიი
გვემსგავსები : )))

nati kuda said...

გემსგავსებით? ვინებს?? : ))
აი, შენ რომ ბლოგზე გრეგის საათის დააყენე, იმ დღიდან ვუყურებ : )) მეორე სეზონს დავხურავ დღეს. მარა ზოგი დაავადების სახელი არ მესმის ხოლმე ისე მთავრდება სერია : )))

jaco said...

ჯანმრთელდიგამომალეეეე!:)

Kate said...

აუ რა საყვარელი ხარ და რა საყვარელი პოსტი გაქვს...
უცბად წარმოვიდგინე ზუსტად იგივე...
მეც წინა ბანკიდან რომ მოვდიოდი ხოლმე ეგრე გვიან, მეც ზუუუუუსტად ეგრე ვგრძნობდი თავს ღამის თბილისში.
და დღემდე ეგრე ვარ. მიყვარს ღამის თბილისი.

Keti said...

ოო, ტაქსისტის ყურადღებიანობა მშვენიერია :)

თბილად იკითხება შენი ბლოგი :)