10.6.08

ჭმუნვას მივეცემი და მოვალ..

მთელი კვირაა საშინელი ერთფეროვანი გახდა ცხოვრება. მოვიწყინე, ძალიან მოვიწყინე. და გავზარმაცდი კიდეც მგონი. არაფერი არ ხდება, აღარაფერი..
გუშინ პირველი გამოცდა ჩავაბარე, (გა)დავწერე და ქულა არც მაინტერესებს. კიდევ სამი დამრჩა.

დღეს იმედი მქონდა, სახლიდან გავაღწევდი და ცოტას გავმხიარულდებოდი, მაგრამ ჩემმა საუკეთესო მეგობარმა გადამაგდო, პაემანზე მივდივარო, გამომიცხადა და შენ სხვა დროს გნახავო. არადა ვინ ეხვეწებოდა, რომ მაიმედებდა? აქეთ შემომთავაზა, თეატრში წავიდეთო : |

მერე ვიფიქრე, სამსახურში გავივლი-თქო, მაგრამ ერთი ადგილი ვერ ავწიე ჩასაცმელად და 5 საათიც გამხდარა, აბა 5 წუთით შერბენას რა აზრი აქვს? თან 20 წყვილი თვალი, 20 ლოყა, 20 კითხვა, რას შვები, კუდ, როგორ ხარო..
სად შემიძლია

No comments: