19.5.08

ანაიდა

ანი ჩემი დეიდაშვილის შვილია, 5 წლის. დედაჩემს ჩამოყვა ახალციხიდან 4 დღით, აი, გადაბმულად დასვენებები რომ გვიწევდა (მაგრამ მე სამი დღე დამასვენეს მხოლოდ :ბრაზ: )და აგერ უკვე 2 კვირაა ჩვენთანაა : )





მაიმუნი ვინმეა. სულ არ ფიქრობს სახლზე, მშობლებზე, სანდრიკაზე.. ცოტა გუშინ შეეტყო, რომ მოიღრუბლა, უმიზეზოდ ტირილი დაიწყო, პიჟამოს არ ჩავიცმევო და მთხოვა, შუქი ჩამიქრეო, არადა მულტფილმის ყურებას ვაპირებდით :(
ჰოდა ეჭვი მაქვს არჩევნების მერე წაიყვანენ და ძალიან დამწყდება გული
გუშინ ბაღში ვიყავით და ვიმაიმუნეთ ცოტა. ბლის ხეზე ავბობღდი ბავშვობას ვიხსენებდი და მკუხე ბალიც მივირთვი. გემრიელი იყო, მაგარი, მაგრამ სიტკბოშეპარული





ხო.. კიდევ სიახლეა ოჯახში. მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ თევზები და ჩიტი საკმარისი არაა და სახლში კუ მოგვიყვანა :D
სახელი აღარ მახსოვს, რაღაცაც კი ეძახის ანი =))

3 comments:

dodka said...

Cute.
კარგა ხანია ბავშვებთან არ მქონია ურთიერთობა.

და მომენატრა სამყაროს ხედი ცოტა დაბლიდან, მათი თვალებით : (

პ.ს. კუმ დაგლიჯა : ) ))

nati kuda said...

ბავშვები – ჩემი სუსტი წერტილი : )
ყველაზე ლარგი, რაც ამქვეყნად არსებობს ალბათ.

უი, კუ არ მინახავს რაც მოვედი =)) მარა სახლშიაო მითხრეს.

პ.ს. ჩემი მიშა ცოლთან წავიდა, კვერცხებზე ზის თურმე უკვე =))

Jenny said...

hehehehe magaria!!
mec minda egre cxovelebi SemoqondeT saxlSi :user:

anaida Zaan ggavs!! :))