15.2.08

Django Reinhardt



Born:
23 January 1910
Liberchies, Pont-à-Celles, Belgium

Died:
16 May 1953
Fontainebleau, France

Genre(s):
Jazz, Roma

Affiliation(s):
Quintette du Hot Club de France,Stéphane Grappelli

Years active:
1928 - 1953


მოკლედ, ბავშვობიდან უკრავდა გიტარაზე, ვიოლინოსა და ბანჯოზე (მგონი ქართულადაც ასეა) პარიზის ერთერთ კლუბში - Bal-musette. უბედური ახალგაზრდობა ქონდა. 18 წლისას დაეწვა სახლი, სადაც მეუღლესთან - ბელასთან ერთად ცხოვრობდა. ისედაც ძალიან უჭირდათ და ხანძარმა ის მინიმალური სახსრებიც წაართვათ, რაც გააჩნდათ. რამდენიმე წლის შემდეგ სანთელი დარჩა ლოგინთან და.. პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობები მიიღო ნახევარ ტანზე. ფეხი ისე დაუძიანდა, რომ ამპუტაცია გადაწყვიტეს ექიმებმა. ხელიც დაშავებული ქონდა და ფიქრობდნენ, გიტარაზე ვეღარ დაუკრავდა ვეღარასდროს. მაგრამ ჯანგო წამოვიდა საავადმყოფოდან და მცირე დროში გაიარა ყავარჯენის დახმარებით.




გიტარა ძმამ აჩუქა. ვინაიდან ხელი დაზიანებული ქონდა, სოლოს დაკვრა 2 თითით უწევდა.

მოგვიანებით ჯანგომ ჩამოაყალიბა ახალი ბენდი, სადაც შეიტანა უფრო მეტი ინსტრუმენტი: კლარნეტი, ფორტეპიანო, საქსაფონი, დრამები.. იგი უკრავდა ისეთ დიდ მუსიკოსებთან ერთა, როგორებიც არიან Coleman Hawkins, Benny Carter, Rex Stewart, Louis Armstrong.



მეორე მსოფლიო ომის დროს ბენდი ინგლისში იყო ტურზე. ჯანგო პარიზში დაბრუნდა მეუღლესთან. გრაპელი ინგლისში დარჩა. ჯანგომ ახალი ბენდი ჩამოაყალიბა Hubert Rostaing თან ერთად, სადაც გრაბელის ვიოლინოს ადგილი მისმა კლარნეტმა დაიკავა. მეოე მსოფლიო ომის პერიოდი მძიმე იყო. ჰიტლერი კრძალავდა ჯაზს.


პირველ ცოლთან დაშორების შემდეგ, 1946 წელს ჯანგომ ცოლად შეირთო Sophie Ziegler, რომელთანაც შეეძინა ბიჭი Babik Reinhardt, მომავალში საკმაოდ ცნობილი გიტარისტი.




ომის შემდეგ ჯანგო ბრიტანეთში გადავიდა გრაპელთან. მათ წამოიწყეს ტური აშშ-ში. 1948 წელს გრაპელთან ერთად ჩაწერა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია - "Djangology".
1934 წლიდან ჩამოაყალიბეს ბენდი - "Quintette du Hot Club de France": ვიოლინო - Stéphane Grappelli, გიტარა - Joseph Reinhardt და Roger Chaput, ბას-გიტარა - Django Reinhardt.

დისკოგრაფია:

1945 - Paris 1945
1951 - Django Reinhardt and the Hot Club Quintet
1951 - At Club St. Germain
1953 - Django Reinhardt et Ses Rythmes
1954 - The Great Artistry of Django Reinhardt
1955 - Django's Guitar
1959 - Django Reinhardt and His Rhythm
1980 - Routes to Django Reinhardt - Bireli Lagrene
1996 - Imagine2001 - All Star Sessions
2001 - Jazz in Paris: Swing 39
2002 - Djangology (remastered) (recorded in 1948, discovered, remastered and released by Bluebird Records)
2003 - Jazz in Paris: Nuages
2003 - Jazz in Paris: Nuits de Saint-Germain des-Prés
2004 - Le Génie Vagabond

No comments: