19.9.07

სახლი

როცა გისოსები შუაშია,
ძნელია მიხვდე რომელი მხარეა სატუსაღო,
გისოსებს აქეთ, თუ გისოსებს იქით.

არასდროს ყოფილხარ სულერთი,
სულ ერთი იყავი.
შენ კი ამ სიცარიელეს, სიტყვებს შორის ვერც კი ხედავდი
.

ჩემი საათი, რომელიც ყველას ჩემი სურათი ჰგონია,
მუდამ ერთ დროს მიჩვენებს_
შენ მე მაკლიხარ.


თვალები_ჩემი სახლის ფანჯრები,
წამდაუწუმ იხსნებიან და იხურებიან.
კარი არ მაქვს, და შემოსასვლელად,
ფანჯრებს გთავაზობ_
დახურვამდე თუ შემოასწრებ...

ჩემი სახლი კი_უფრო სწორად ერთი ოთახი,
ფიქრების არქივით,
ოცნებების სასაფლაოთი,
და სიზმრების დამტვერილი თაროებით_ჩემში ეტევა.
თუ კი სხვები სახლში ცხოვრობენ,
ჩემი სახლი ჩემში ცხოვრობს და,
ამ ხნის მანძილზე ისე გაზრდილა
რომ ვეღარც გადის...

შემოდი რა,
შემოდი და ერთად ვიცხოვროთ.
თორემ გისოსები შუაშია და
ძნელია მიხვდე, რომელი მხარეა სატუსაღო,
თორემ მანძილს სიტყვებს შორის ვეღარ ხედავ და
ჩემი საათიც დროს აღარ მიცვლის.

იქნებ ფანჯრიდან გადმოიპარო,
თორემ...
სახლიდან ვერ გამოვდივარ.




იორიკი

1 comment:

Tamuna said...

! ! ! ra magaria ! ! !