24.9.07

ჰმ..., 24 Sep 2007, 02:38

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, მაინც მეთქვა რაღაც-რაღაცები :gigi:

მოკლედ, ქალბატონო ნათია, თუ რამე ვერ გაიგეთ, პრეტენზიებით მე მომმართეთ, გადამეცით ანათემას, კოცონზე დამწვით და მე ჩემი ფერფლი ზღვაში გაფანტეთ... მზად ვარ, ავიტანო ყველაფერი! ბოლოს და ბოლოს, ჯორდანო ბრუნომ აიტანა და მე რით ვარ მასზე ნაკლები?! ნუ გეგონებათ, თავში მაქვს ავარდნილი, უბრალოდ, იტალიელებს ქრონიკულად ვერ ვიტან :D

ხოოოდა, ახლა რაც შეეხება პატარ-პატარა თვისებებს, რომელიც თქვენში შევამჩნიე... 8-> უპირველეს ყოვლისა, როგორც გითხარით, დადებითი მუხტი! :2kiss: იშვიათია ისეთი ადამიანი, რომელთანაც ლაპარაკის დროს სხვაზე არაფერზე ფიქრობ და მშვიდდები. მოწყენილი ხართ, მხიარული ხართ, დაღლილი ხართ თუ დასვენებული, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს! ყოველთვის ხართ ისეთი, როგორც უნდა იყოთ! სულ რომ არ გიცნობდეთ ადამიანი, არ შეიძლება ისე ჩაგიაროთ, რომ არ გაეღიმოს (ნუ იფიქრებთ, დაგცინით იმის გამო, რომ ტანსაცმელი გაქვთ დასვრილი :no: არა, ღმერმანი! ეს არაფერ შუაშია) უბრალოდ, მადლობა, რომ არსებობთ!

ჰჰოოდაა, მეორე თვისება :D ^^ როგორც ერთხელ აღვნიშნე, "ხიტრი" ქალბატონი ბრძანდებით :D ოღონდ "კაი პონტში". ანუ რას ნიშნავს ეს... ადვილად შეგიძლიათ განაწყოთ ადამიანი თქვენდამი დადებითად. სურვილის შემთხვევაში კი (ვიმეორებ, სურვილის შემთხვევაში), ასევე ძალიან ადვილად შეძლებთ მის მართვას! შესაძლოა, თქვენ ამას ვერც ამჩნევთ, რადგან არავინ მოგყვებათ ხოლმე ქუჩაში მუხლებზე დაჩოქილი და არც შარვლის ბოლოზე ლოყამიდებული სძინავს არავის, მაგრამ რასაც ვამბობ, წმინდა წყლის სიმართლეა! რამდენჯერმე გაქვთ გამოყენებული ეს ოქროს თვისება, მაგრამ ისე, რომ, მგონი, თქვენ თვითონაც ვერ მიხვდით. ყველაფერი ისე მოხდა, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო! ქედს ვიხრი, ბრავო! ბრავისიმო! ძლიერი ადამიანი ხართ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უმნიშვნელო რაღაცამაც გაწყინოთ, არაფრის გეშინიათ (კალიებს და ა.შ. ჯიშის არსებებს არ ვგულისხმობ) და დამაჯერებლად გადადგამთ ნაბიჯს წინ. დიდება თქვენ, ვაფასებ ასეთ ხალხს და მადლობა, რომ არსებობთ!

ესე იყო თხრობაი ჩემისაი დაკვირვებისა...დაბოლოს, ნება მიბოძეთ, გავკადნიერდე და რაღაც გთხოვოთ: ხშირად გაიღიმეთ ხოლმე, რადგან ეს არა მარტო თქვენ დაგაყენებთ კარგ განწყობაზე, არამედ ყველას, ვინც კი თქვენს ღიმილს თვალს მოჰკრავს... :user:

P.S. ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების... ამჯერად თქმა ვამჯოინე.

P.P.S. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი... ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, აქვე დავასრულებ, send message-ს დავაჭერ და რამეს მოვეფარები, რომ, იქნებ, თქვენი ნასროლი ტაფა როგორმე ავიცილო...

პატივისცემით, ... II ... :yes: :2kiss:

7 comments:

deka136 said...

ოხ, ეს ფანები რა... :user:

nati kuda said...

=))
ცირკი ხარ, რა, ცირკი :p

deka136 said...

ცირკიც ხარ და ცირკიც, თუ კარგია :user:

nati kuda said...

ცირკი მეთქი, ბიჯოუ, რა გეწყინა? ცირკი ხო არ მითქვამს? :vis:

deka136 said...

ჰა, ”ის”?

Natia Verdzeuli said...

am gverdit yovel pirvel abzacs vlitxulobdi da tu ar damainetersdeboda gadavdiodi momdevno ambavze, es ki ise sainetersod iwyeboda "natiati":P rom ar shemedzlo ar damesrulebina kitxva. belisimo (y)

Natia Verdzeuli said...

am gverdit yovel pirvel abzacs vlitxulobdi da tu ar damainetersdeboda gadavdiodi momdevno ambavze, es ki ise sainetersod iwyeboda "natiati":P rom ar shemedzlo ar damesrulebina kitxva. belisimo (y)