3.9.07

ბათუმი, ზღვა, მზე.. 2007

ლამაზია ბათუმი, წელს განსაკუთრებით.
დასვენებაც კარგი იყო, არაუშავდასავით..
პირველი ორი დღე საშინლად მოვიწყინე და წამოსვლაც კი დავაპირე.. ავიკიდებდი 'სონიას' და დავეხეტებოდით ბათუმში ორნი მარტო..
მერე გამოჩნდნენ ნაცნობებიც.. კლუბშიც კი მეძინა :D ნუ კლუბის წინ, მარა რა განსხვავებაა, იავნანასავით ჩამესმოდა დნცგ დნცგ.
ხო, კიდევ ქურდობა დავიწყე კინაღამ.. ნაპირზე ამოსულმა ჩუსტები ჩავიცვი და თამამად მოვაბიჯებდი პლაჟზე, როცა ჩემები შევნიშნე, თანაც ჩუსტებისგან საკმაოდ შორს და.. ფეხზე რომ დავიხედე, სხვისები მეცვა :D
გონიოს ციხის დათვალიერება გადავწყვიტეთ ღამის პირველ საათზე... რა თქმა უნდა გარეთა ხედით დავკმაყოფილდით მხოლოდ :D
მერე მოგვბეზრდასავით და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დავტოვეთ იქაურობა, ვოოტ..


























No comments: