25.8.07

Johnny Cash


/ February 26, 1932 – September 12, 2003/
J. R. Cash დაიბადა კინგსლენდში, არკანზასის შტატში. 5 წლისა ოჯახთან ერთად მუშაობდა ბამბის პლანტაციაში. უბედური შემთხვევის გამო მისი უფროსი ძმა დაიღუპა. სწორედ მას მიუძღვნა მრავალი სიმღერა თავისი შემოქმედებიდან.ბავშვობიდან უსმენდა რადიოს და კარგად ერკვეოდა მომღერლებში. დედისა და მეგობრის დახმარებით ისწავლა გიტარაზე დაკვრა და სიმღერების წერაც დაიწყო. სკოლის ასაკში მღეროდა ადგილობრივ რადიოშილეკლენდის საჰაერო ძალების კურსის გავლის შემდეგ იგი გაანაწილეს გერმანიაში, სადაც ჩამოაყალიბა პირველი ბენდი the Landsberg Barbarians.



რაზმში მსახურობის შემდეგ იგი დაქორწინდა Vivian Liberto-ზე. 1954 წელს მემფისში გადავიდნენ საცხოვრებლად, რადგან ჯონის სურდა გაევლო რადიოს დიქტორობის შემსწავლელი კურსები. საღამოს იგი უკრავდა გიტარისტ Luther Perkins და ბასისტ Marshall Grant თან ერთად, რომელთა დუეტიც ცნობილი იყო სახელით the Tennessee Two. მოგვიანებით მან Sun Records studio-ში ჩაწერა ახალი სიმღერები "Hey Porter" და "Cry Cry Cry", რომლებმაც ჯონს დიდი წარმატება მოუტანეს. შემდეგ იყო Folsom Prison Blues - მეხუთე ადგილი ჩარტებში და "I Walk the Line" - პირველი ადგილი.პოპულარობასთან ერთად ჯონი მიეჩვია ნარკოტიკებსა და სასმელს, მაგრამ მეგობრებისა და ჯუნ კარტერის დახმარებით მოახერხა განკურნება.



ჯონს ჰყავდა 4 ქალიშვილი პირველ ცოლთან. 1966 წელს ვივიენს დაშორდა. 1968 წელს კი ცოლად შეირთო ჯუნ კარტერი, ასევე წარმატებული ქანთრის შემსრულებელი, რომელთანაც გაატარა დარჩენილი სიცოცხლე.


ჯონი და ჯუნი
დისკოგრაფია იხილეთ აქ, საკმაოდ ვრცელია და გადმოტანას აზრი არ აქვს
უფრო დაწვრილებით ბიოგრაფია იხილეთ აქ




Walk The Line - ფილმი ჯონის შესახებ

No comments: