2.8.07

John Frusciante



John Anthony Frusciante დაიბადა 1970 წლის 5 მარტს, ნიუ იორკში. მამა, ჯონ უფროსი პიანისტი იყო, დედა - ნიჭიერი მომღერალი, რომელმაც კარიერა დიასახლისობას შესწირა. ჯონი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა არიზონასა და ფლორიდაში. მშობლების განქორწინების შემდეგ დედასთან ერთად კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად.ცხრა წლისა გიტარამ გაიტაცა. უსმენდა ისეთ ცნობილ მისოკოსებსა და ჯგუფებს, როგორიცაა Jimi Hendrix, The Others, Black Flag, Captain Beefheart, Frank Zappa, Kiss და Aerosmith.
11წლისამ დაიწყო გიტარაზე სიარული. 17 წლისამ მიატოვა სკოლა, ოჯახი და საცხოვრებლად ლოს ანჯელესში გადავიდა. დღეში 10-15 საათს უკრავდა.15 წლიდან უსმენდა Red Hot Chili Peppers-ს. ზეპირად იცოდა ჯგუფის გიტარისტის Hillel Slovak-ის ყველა პარტია. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1988წელს იგი ჯგუფი მიიწვიეს. 18 წლისამ ჩაწერა პირველი ალბომი მათთან ერთად. ეს იყო “mother’s milk”.



ალბომის გამოსვლის შემდეგ ჯონმა გადაწყვიტა საკუთარი სტილი შეეტანა ჯგუფში და აღარ მიებაძა სლოვაკისთვის და ჩაიწერა შემდეგი ალბომი “blood sugar sex magic”.მაშინ დაიწყო ნარკოტიკების მიღება მისი მეგობარი გოგონას ინიციატივით. ამას დაერთო დაძაბული სიტუაცია ჯგუფშიც. ჯონი დეპრესიაში ჩავარდა. ალბომის “blood sugar sex magic” ტურის წინ მან ბილეთი აიღო და სახლში გაფრინდა. მას შემდეგ წერს ნოველებს, ხატავს , ქმნის მუსიკას.. მეგობრებთან ერთად შექმნა ტრიო “Three Amoebas” ( John Frusciante, Stephen Perkins, Flea). 1993 წლიდან შეიქმნა სოლო კარიერაც.ბევრჯერ გადაურჩა სიკვდილს დოზის გადაჭარბების გამო.. სცადა თვითმკვლელობაც. დეპრესიის დაძლევაში მეგობარი დაეხმარა. 1998 წელს კი დაუბრუნდა პეპერსებს. 1999 წელს კი გამოვიდა წარმატებული ალბომი “californication” 12 მილიონიანი ტირაჟით. ამას მოყვა ალბომი “To record only water for ten days” 2001 წელს. ამ ალბომის პარალელურად ჯონმა დაიწყო სოლო ტურიც პარიზში, ლონდონში, ამსტერდამსა და ჰამბურგში.2002 წელს ჯგუფთან ერთად ჩაწერილი ალბომი “By the way” ყველაზე ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა მათ კარიერაში.2004 წელს მეგობრების დახმარებით გამოუშვა სოლო ალბომი “shadows collide with people”.
" john frusciante is a beautiful example of a man who win his battle over his own demons, devoting his time and heart to the art that saved his life, music." © Bobby Cool






No comments: