27.5.07

26 მაისი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ =)
(ნუ პრინციპში გადაცდა უკვე, მარა მაინც :p )

საინტერესო და დამღლელი დღე იყო.
ყველაფერი კი საშინელი ღამით დაიწყო. ჯერ იყო და მაწყენინეს.. მერე წავედი და დავწექი, დავიძინო მაინც თქო, მარა რად გინდა.. ბიძაჩემმა იმისთანა არიები შეგვისრულა.. ხვრინვით.. :((( ხუთი ხდებოდა რომ ჩამეძინა.

მერე იყო და ადრევე გამაღვიძეს, ეგონათ მაგვიანდებოდა, მარა არსად ვაპირებდი ფეხის გადგმას. გამეღვიძა და ავდექი. თევზები ვაბანავე, ხოდა ახლა ისინიც ბედნიერები არიან და მეც, თორემ უკვე ნამეტანი იყო..
მერე სიზარმაცე... აღლუმზე წასვლაც დავაპირე, მარა სანამ ჩავიცვი და ფეხი გავდგი სახლიდან, დამთავრდა კიდეც =) ამიტომ ტელევიზრში ნანახითაც დავკმაყოფილდი. მუსიკოსებზე მააგრად ვიხალისე =) ჯერ იყო და ”ყელსაბამი, ალისფერი..” დაუკრეს, მერე კიდევ ისე იცეკვეს.. და ჯაზმა ხო დახურა ყველაფერი :D

მერე გავედი, წესით სამსახურში.. მარა.. კაკ გავარიტსია, პიზდეც ინტელექტუალურ თამაშზე ამოვყავი თავი: ”რა? სად? როდის?”. ნუ კარგი იყო, მარა ნამეტანი გაიწელა და საშინლად მომშივდა დაღლას რომ გავანებოთ თავი.

მერე იყო ფოტოსესიები =)










ბევრი ბოდიალი
ტოტო კუტუნიოს ჩამოსვლით გახარებული მასა
და გრძელი გზა მარშუტკის გაჩერებამდე..


home, sweet home..
ზოგჯერ ისე მომენატრება ხოლმე სახლიც..
_______________________________________
ვსიო, ძილის დროა უკვე. სიბრაზემ მგონი გადამიარა. ბიძაჩემიც წავიდა, ხვრინვა არ შემაწუხებს. და კიდევ ერთი, ხვალ უფრო საინტერესო დღე მელის ალბათ.
(:



2 comments:

miramax said...

ვინაა აი ბაღანა?

nati kuda said...

ნოდარ ბეღელური

:პ