მომაწოდე ხელი, სიგარეტი, ცეცხლი, ხურდა, გაზეთი, ყავა, ლექსი, ნამცხვარი,.. სულ ერთია, ოღონდ მომაწოდე, მომაწოდე რა რამე...
ან გამიყავი, რაც გაქვს, სახლი, წიგნები, მეზობლები, პრობლემები, მეგობრები, სიტყვები, გრძნობები,.. გამიყავი, რაც გინდა, გამიყავი რა რამე.
ისე მირჩევნია გამიყო. რომ მომცე, შემივსებ სიცარიელეს, მაგრამ წახვალ. თუ გამიყოფ, მერე რამე საერთო გვექნება, რაღაც საერთო გვექნება და...
თუ გინდა ჭუჭრუტანა გაუკეთე ჩემს ოთახს, მიყურე ხოლმე. არ გინდა მიყურო ხოლმე? ჩუმად, მე ვიცეკვებ ხოლმე, ხმამაღლა წავიკთხავ, გავიხდი, ვიმღერებ... გინდა გამაკრიტიკე? გარეგნობა გამიკრიტიკე, მეგობრები გამიკრიტიკე, აზრები გამიკრიტიკე, ჩემი მოდუღებული ყავა გამიკრიტიკე...
ან რამე მეთამაშე, გინდა გრძნობებზე მეთამაშე, ან სიტყვებზე მეთამაშე, ან სხეულზე მეთამაშე... ან...
მოვიწყინე.
რა არაფერი არ გინდა. არც მოწყენა არ გინდა? გინდა ერთად მოვიწყინოთ, ან ცალცალკე მოვიწყინოთ, ოღონდ ერთ რამეზე მოვიწყინოთ...
©იორიკი
6 comments:
კუდიკ, ვიშე ნოს, დერჟი ხვოსტ ტრუბოი ი ვპერიოდ!!!! კისსსს .))))
აგა :*
ჯერ გავითვალოთ რაა..
იწილო-ბიწილო..
რიკ-ტაფელას თამაში იცი?
აი იმისი, ბიულერბიუში რომ თამაშობენ ხოლმე..
მეთამაშე რაა..
მასწავლე და.. ვითამაშოთ..
ისევ მოვიწყინე
გასწავლი..
და ვითამაშოთ ხოლმე..
მინდორში
მეც მოვიწყინე, მაგრამ ერთი ადამიანის საყვარელი ფრაზა გამახსენდა "აკრიფე ცხვირი იატაკიდან"
ხოდა ავკრიფე
და ყურებამდე გავიღიმე, მომბაძე
შველის
:yes:
:2kiss:
მინდორში?!..
კაია (:
ავფხიკავ ახლა ცხვირს და არამარტო ცხვირს. დავიძინებ ალბათ
:kiss: :hug:
Post a Comment