7.8.16

რონდა

რონდას ნახვა დეიდაშვილმა მირჩია. მე კიდევ ვურჩევ ყველას, ვინც ესპანეთში აპირებს წასვლას. მარბელადან გზას რომ შევუდექით, მეგონა გომბორზე გადავდიოდით. სულ აღმართი, ვიწრო გზა, ნისლი. გზის დასაწყისში მდიდრული ვილები გამოვიარეთ აუზებით, გოლფის მოედნებით და ლამაზი ბაღებით.
ძალიან ლამაზი პატარა ქალაქია ძველი ქვის ხიდით. ხიდიდან ულამაზესი ხედი იშლება ველზე. ფოტოები რომ ნახოთ, უფრო მიხვდებით რაზე ვსაუბრობ.

აი, აქედან არის ულამაზესი გადმოსახედი. შეგიძლიათ ქვემოთაც ჩახვიდეთ, მაგრამ ჩვენ გზად შევიარეთ, ამის დრო არ გვქონდა, ამიტომ მხოლოდ ხედებით დავტკბით. ხიდზე ჩასასვლელიცაა, 2 ევრო ღირს შესვლა და მიდიხართ პატარა დარბაზში, სადაც ვიდეოა გაშვებული, არაფერი საინტერესო, ამიტომ ფულის გადახდა არ ღირს.

ამ ხიდთან პარკია და იქვეა პარკინგიც, რომელიც ძალიან იაფია, ამიტომ მანქანით ჩასვლა პრობლემა არაა. მოედანზე მაკდონალდსია, მაგრამ თუ აბრას არ შეხედეთ, ვერც მიხვდებით.
კიდევ ძალიან ლამაზი ტანსაცმელი იყიდება, ორი მაისური ვიყიდე :))

No comments: