11.5.11

თქვენ მოჰკალით ძერა?!


Fეისბუქზე წერილი მივიღე: "May 10 at 1:29am
მე ვკითხულობ შენს ბლოგს და ძალიან მომწონს : ]"
რა? ბლოგი? ჩემი ბლოგი?
მართალია, ჩემი ოთახის კედლის საათი რამდენიმე დღეა ჯიუტად 10 საათსა და 38 წუთზეა გაჭედილი, მაგრამ პირველი ხდება, მე კი არც ვაციე, არც ვაცხელე და new post ღილაკიც წარმატებით ავითვისე.
პრობლემა: რა დავწერო?
- სხვისი კრიტიკა არ შემიძლია, ჩემს ცხოვრებაში ცხვირს რომ ყოფენ, საშინლად არ მიყვარს, შესაბამისად სხვისი ცხოვრებაც არ მაინტერესებს, ვისაც რა უნდა ის აკეთოს;
- მოდას აყოლილი არ ვარ, ვერც დიზაინერებსა და სამოდელო სახლებში ვერკვევი. დახეული ჯინსი, კომფორტული მაისური, სპორტული კოსტუმი და კეტები - ესაა კუდას საგაზაფხულო კოლექცია;
- კითხვა მიყვარს და მუსიკა, მაგრამ რეცენზიების წერას ნიჭი უნდა, რამდენჯერაც ვცადე ემოციის გადმოცემა, მშრალი გამოვიდა და უკმაყოფილო დავრჩი;
- კრიტიკულ დღეებზე რომ წერენ, საშინლად არ მომწონს, რა საჭიროა სახალხოდ სიტყვით გამოსვლა? თუ რიცხვს ვერ იმახსოვრებთ, აიღეთ კალენდარი და შემოხაზეთ ყოველთვე სასურველ ფრად.


ჰოდა, მოდი, მე იმაზე დავწერ, რა გემრიელი მაწვნის სუპი გავაკეთე დღეს. ყველა ინგრედიენტი სათითაოდ მოვამზადე, მთელი გული და სული ჩავაქსოვე, ბოლოს ერთ დიდ ქვაბში გავაერთიანე და 4 ნახევრად ღრმა თეფშით და 3 დიდი კოვზით გემრიელად დავნაყრდით 8 ადამიანი.


პ.ს. შენ, ჰო, შენ, მადლობა სტიმულისთვის, რომელიც ამ პოსტში საერთოდ არ იგრძნობა, მაგრამ ეს ალბათ იმის ბრალია, რომ 1 საათის ჩაძინებული უნდა ვიყო წესით : ]

9 comments:

babisa said...

მქწვნის სუპი ჩემი სიყვარულია <3
მაგრამ აი იმას ვერ მივხვდი 8 ადამიანი 4 თეფშით და სამი კოვზით როგორ დანაყრდით :ს :დ

Keti said...

აი, ასე მარტივად და თბილად დაწერე :)

მეც მაქვს ხოლმე ეგ პრობლემა – რა დავწერო

egodrome said...

ხოდა ”ყველა ინგრედიენტი სათითაოდ მოვამზადე” მაწონიც შენ მოამზადე? თუ მაწვნის სუპს მაწონი არ სჭირდება? სუპი მინდა : )

nati kuda said...

ბაბის, მეტი არ გვქონდა და ველოდებოდით ერთმანეთს. მე ფინჯნით მივირთვი მაგალითად :)))

ქეთი, კრიზისია :))

ეგოდრომ: კი,წინა დღეს შევადედე :))))

Kate said...

მაწვნის სუპი მიყვარს. ახლა გამათბობდა.:)))

კრიტიკულ დღეებზე მე ვწერ ხოლმე :)

nati kuda said...

ქეით, კალენდარს გაჩუქებ :D

Kate said...

მიდი :დ
რამე პატარა და ორიგინალური :დდ

nati kuda said...

kai, movifiqreb rames :D

dandellions said...

თავისით ჩამეკითხა პოსტი.
მომწონს აქაურობა.