15.10.07
не смотри под ноги - слишком высоко
ვისაც მარკეტინგთან ან ზოგადად ეკონომიკასთან შეხება ჰქონია, ეცოდინება, რომ ყველა პროდუქტს თავისი სასიცოცხლო ციკლი აქვს. ეს სასიცოცხლო ციკლი მოიცავს 4 ეტაპს.
ხოდა რა შუაშია ახლა აქ ეკონომიკა და გუშინ ბევრი ფიქრის შედეგად ჩემშიც აღმოვაჩინე ეს ფაზები: აღმაფრენიდან – დაცემამდე, ოღონდ პროდუქტისგან განსხვავებით სამ ფაზიანია.
პირველი ფაზა: გამოჩნდება რამე ან ვინმე მნიშვნელოვანი. გულში ათმაგდება სითბო, სიხარული, მომავლის იმედი, სიცოცხლის ხალისი და ... ვთბები.
მეორე ფაზა: რეალობიდან ოცნებაში გადავდივარ ყველანაირი საზღვრების გარეშე, სადღაც, ძალიან ძალიან ზევით და ხშირად ეჭვი მეპარება, რომ ყველაფერი მე გამოვიგონე.
მესამე ფაზა: ბრახ!!
ხოდა, რა ვიცი, მივეჩვიე მგონი
ჩემს სასიამოვნო ბრახვანზე ზრუნავს Erik Truffaz – red cloud
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
უსერ
Post a Comment