24.9.10

Step In The Name Of Love

თითქმის 3 წლის წინ თორნიკემ პირველად მითხრა, რომ ვუყვარვარ. ისე გავიქეცი, 3 კვირა არ გვინახავს ერთმანეთი. მერე ისე, მეგობრულად ვხედავდით ერთმანეთს, დავბოდიალობდით, მერე მეგობრულად ჩავკიდეთ ხელი და ბოლოს ისევ იმ "მიყვარხარ"-მდე მივედით. შემაბა, მომეწონა და ჩავთვალე, რომ მიყვარს.
2-3 თვეში ზუსტად ვიცოდი, რომ მიყვარდა, ოჯახზე არც გვიფიქრია, ეს დრომ მოიტანა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როცა საუბარში ახალი ფრაზა შეგვერია - "როცა ერთად ვიცხოვრებთ".
მერე რიგრიგობით გვინდოდა ერთად ცხოვრება, ხან ის იყო წინააღმდეგი, ხან მე. შუალედებში ვჩხუბობდით, ვრიგდებოდით, ვჩხუბობდით და ისევ ვრიგდებოდით.
როცა ზაფხულში დამიჩოქა და ხელი მთხოვა არც თუ ისე რომანტიულ ადგილას რომანტიული მთვარის ფონზე, დავთანხმდი, მაგრამ ერთად ცხოვრებას მაინც ვერ მოვაბით თავი, მიზეზები არ გველეოდა (ძირითადად მე), ვინმე გვჭირდებოდა, ვინც ხელს გვკრავდა, დაგვაჩქარებდა. ჰოდა, წინა სამშაბათს ეს პიროვნებაც გამოჩნდა, გვიჯიკა და შედეგიც სახეზეა, 28 საათში ჯვარს ვიწერთ და პირდაპირ სტამბოლისკენ მივემართებით.


დრო: დღის 3 სთ
ადგილი: ჩიტაძეზე, წმინდა ნინოს ეკლესიაში
დრეს-კოდი: არანაირი შეზღუდვა
საჩუქრები: ყველანაირი სახის
დასწრება თავისუფალია!


15 comments:

  1. samjer davbrundi posttan, me megona dzvel posts vkitxulob da zogadad mgonia, rom smi sukunea tqven ukve ertad cxovrobt :)))

    GILOCAAAVT!!!

    ReplyDelete
  2. vaimeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee


    vxtivar da vkivi
    ara jer vikivi da am dros xtunva michirs

    gmertmani anu shabats anu xval??

    vaime me mashasadame tavisufal dascrebashi tavi gaviyvane da aaah
    gmertmani ♥♥♥♥


    Gilocavttqo ki arada ragais gilocav mokled ♥

    ReplyDelete
  3. აუ fuck ხვალ არ მცალია
    არადა დიდი სიამოვნებით გნახავდით მახეში გაბმულებს ორივეს :))
    ბეეევრი სურათები გადაიღეთ რა და დაყარეთ მერე

    ReplyDelete
  4. ულევ ბედნიერებას გისურვებთ, ძვირფასო! :*

    ReplyDelete
  5. ვაიმე რა მაგარია. :ლავ: :ლავ: :ლავ:

    ძალიან მაგარია!!!!


    სამწუხაროდ მეც ვერ მოვალ :(((
    არადა ძალიან კი მინდა.

    ReplyDelete
  6. <3 აესე ველოდებოდი რომ ძაან მალე იქნებოდა ეს ამბები და მიხარია ეს სტამბული და არატრადიციული ქორწილები :*

    ReplyDelete
  7. გილოცააავთ <3 აუ ულევ ბედნიერებას გისურვებთ ^_^

    ReplyDelete
  8. გილოცავ გილოცავ გილოცაავ!!!!! <3 <3 უუდიდეს ბედნიერებას გისურვებ

    ReplyDelete
  9. აქაც გილოცავ :)
    სულ ყოველივე კარგს გისურვებ :)

    ReplyDelete
  10. WOW!!! როგორ მიყვარს ქორწილები – ტრადიციული, არატრადიციული, ყველანაირი :)
    გილოცავთ!!! რაც მთავარია – have fun and be cool :)

    ReplyDelete
  11. heyy guSin borgiram mitxra :D

    grac grac grac gracccccccccccccc :jump:

    ReplyDelete
  12. Anonymous2:54 PM

    ნათ გილოცავ, ძალიან ძალიან გამიხარდა <3

    ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!!!

    ReplyDelete
  13. ჩემი ლამაზუნები <3

    ReplyDelete
  14. ბედნიერება და სიხარული არ მოგკლებოდეთ! :) გილოცავთ!!!

    ReplyDelete
  15. გილოცავთ ^_^

    ReplyDelete

დიდი მადლობა კომენტარისთვის!